ინგლისელები 29 წლის მცველის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას, 60 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ "იუვემ" თავისი გაიტანა და ფეხბურთელი შეინარჩუნა.
გუშინ ტურინულმა გრანდმა ბონუჩისთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი. ამრიგად, ლეონარდომ მომავალი სწორედ "ვეკია სენიორას" დაუკავშირა და როგორც თვითონვე არაერთხელ უთქვამს, კარიერასაც სიამოვნებით დაასრულებს ტურინში.
ბონუჩი "იუვეში" 2010 წლიდან თამაშობს და ტურინული გრანდის მაისურით 209 მატჩი აქვს გამართული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"