- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]
დუბლში ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა უელსის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრაში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 69-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ - მოედნიდან ნილ ტეილორი გააძევეს, რომელმაც მასპინძელთა კაპიტან შეიმუს კოულმანს ფეხი წვივში მოტეხა.
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ვენაში ჩატარდა, სადაც ავსტრიის ნაკრებმა მოლდოვას უპრობლემოდ მოუგო - 2:0. გოლები
V ტურის შემდეგ D ჯგუფის სათავეში 11-11 ქულით სერბეთი და ირლანდია არიან. 7-7 ქულა აქვთ უელსსა და ავსტრიას. 2 ქულაა საქართველოს ნაკრების აქტივში, ხოლო ჯგუფის ფსკერზე მოლდოვაა ერთი ქულით.