მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. H ჯგუფი. V ტური: ლუკაკუმ ბელგია მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
25 მარტს მუნდიალის H საკვალიფიკაციო ჯგუფის V ტურის მატჩები გაიმართა.

რომელუ ლუკაკუმ ჯგუფის ლიდერი ბელგია ბრიუსელში მოულოდნელი მარცხისგან იხსნა, მან ბოლოსწინა წუთზე გაიტანა საბერძნეთის ნაკრების კარში, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში კოსტას მიტროღლუმ დააწინაურა. საბერძნეთის ნაკრებმა მატჩი 9 კაცის ამარა დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოსნიის ნაკრებს არ გასჭირვებია უსუსტესი გიბრალტარის განადგურება - 5:0. ვედად იბიშევიჩმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

კვიპროსისა და ესტონეთის ნაკრებებმა ნიქოზიაში უგოლო ფრე ითამაშეს.

შაბათი. 25 მარტი
კვიპროსი-ესტონეთი 0:0

ბოსნია-გიბრალტარი 5:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (4), 2:0 იბიშევიჩი (43), 3:0 ვრშაევიჩი (52),
4:0 ვიშჩა (56), 5:0 ბიჩაკჩიჩი (94)

ბელგია-საბერძნეთი 1:1
გოლები: 0:1 მიტროღლუ (46), 1:1 ლუკაკუ (89)
გაძევება: ტახციდისი (65. საბერძნეთი), ცაველასი (95. საბერძნეთი)

1. ბელგია - 13 ქულა; 2. საბერძნეთი - 11; 3. ბოსნია - 10; 4. კვიპროსი - 4; 5. ესტონეთი - 4; 6. გიბრალტარი - 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული