მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ევროპა. F ჯგუფი: "უემბლიზე" ყველაფერი რიგზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად. ამჯერად, ბრიტანელებმა ლიტვას უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს. მატჩის დაწყებიდან 21 წუთი იყო გასული, როდესაც სტერლინგმა მარცხენა ფრთა გაარღვია და დეფო იდეალური პასით მოძებნა, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში.

მეორე გოლი ვარდის ანგარიშზეა, რომელმაც ინგლისელთა მეტად ეფექტური, რამდენიმესვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ინგლისელთა ორივე გოლი შესანიშნავი გამოვიდა და მთლიანობაში, მასპინძლებმა სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს "უემბლიზე" შეკრებილ გულშემატკივრებს.

ბუნებრივია, რომ მთელი 90 წუთი ალბიონელთა სრული უპირატ
ესობით წარიმართა და ეს სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა - მასპინძლებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ 4-ჯერ სცადეს ბედი. რა გასაკვირია, რომ ბურთის ფლობაშიც ბრიტანელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. ინგლისელები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ისე კი, გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლოთ გამარჯვება.

უნდა შევაქოთ გარეთ საუთგეიტი, რომელმაც სრულიად მოულოდნელად, დროებითი მწვრთნელის სტატუსით ჩაიბარა გუნდი და მის ხელში ინგლისის ნაკრები გამართულ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს - რაც მთავარია, არის შედეგი და ინგლისის უმთავრესი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მყარი ნაბიჯებით მიიწევს. ბრიტანელებს 5 მატჩში 13 ქულა მოუგროვდათ და საგულისხმოა, რომ ჯერ გოლი არ აქვთ გაშვებული! მოკლედ, ჯერჯერობით, საუთგეიტის გუნდი ამოცანას უმკლავდება, მაგრამ რა იქნება შემდეგ, დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ეს რთული სათქმელია...

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული მეორე ადგილისთვის და მეხუთე ტურის შემდეგ სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მეორე ადგილზე მყოფმა სლოვენიამ შოტლანდიაში წააგო და პოზიცია სლოვაკეთს დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ, მალტა დაამარცხა.

გლაზგოში მძიმე მატჩი შედგა, ხისტი ორთაბრძოლებით მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, მატჩის ბოლო წუთები კი ისეთი გამოვიდა, ბრიტანელებს რომ განსაკუთრებულად უყვართ და უხდებათ - 88-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარტინმა შოტლანდია დააწინაურა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ექსტაზში მოიყვანა.

ბოლო წლებში, კრიზისში მყოფი სკოტებისთვის ეს გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევია და ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სატურნირო, ისე ემოციური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ მოგებით, შოტლანდიაც ჩაება მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში.

ინგლისი-ლიტვა 2:0
გოლები: 1:0 დეფო (21), 2:0 ვარდი (66)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოლკერი, სტოუნსი, კინი, ბერტრანდი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, დაიერი - ლალანა, ალი, სტერლინგი (60. რაშფორდი) - დეფო (60. ვარდი)
ლიტვა (4-2-3-1): სეტკუსი - ვაიკუნასი, კიანსკასი, კლიმავიჩიუსი, სლავიჩკასი - ზულპა, კუკლისი - ჩერნიჩი, სლივკა (87. პაულიუსი), ნოვიკოვასი (54. გრიგავიციუსი) - ვალსკისი (73. მატულევიციუსი)
მაყურებელი: 80 000

მალტა-სლოვაკეთი 1:3
გოლები: 0:1 ვაისი (2), 1:1 ფარუჯა (14), 1:2 გრეგუსი (41), 1:3 ნემეცი (84)
მალტა (5-3-2): ჰოგი - ატარდი, მუსკატი, მაგრი, კამილერი (81. ბალდაჩინო), ზარეფა - ფენეჩი, სკიბერასი, გამბინი (73. კრისტენსენი) - ფარუჯა, შემბრი (90. მონტებელო)
სლოვაკეთი (4-5-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, შკრინიარი, ჰუბოჩანი - მაკი (50. ჰამშიკი), კუცკა (74. დურისი), ჰროსოვსკი, გრეგუსი, ვაისი (86. რუსნაკი) - ნემეცი
გაძევება: ფარუჯა (78) - ნემეცი (90)
მაყურებელი: 5 000

შოტლანდია-სლოვენია 1:0
გოლი: 1:0 მარტინი (88)
შოტლანდია (4-2-3-1): გორდონი - ტიერნეი, მარტინი (82. მორისონი), მულგრევი, რობერტსონი - ბრაუნი, მორისონი - ფორესტი, არმსტრონგი, სნოდგრასი (75. ანია) - გრიფიტსი (50. ნეისმიტი)
სლოვენია (4-3-3): ობლაკი - სტრუნა, სამარჯიჩი, ცეზარი, იოკიჩი - კამპლი (87. ომლადიცი), კრჰინი, კურტიჩი - ბირსა (69. ბერიცი). ბერჟიაკი (58. ვერბიცი), ილიჩიჩი
მაყურებელი: 52 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 5 4 1 0 8-0 13
2. სლოვაკეთი 5 3 0 2 10-3 9
3. სლოვენია 5 2 2 1 4-3 8
4. შოტლანდია 5 2 1 2 7-8 7
5. ლიტვა 5 1 2 2 5-9 5
6. მალტა 5 0 0 5 2-13 0

მომდევნო ტური
10 ივნისი:
შოტლანდია-ინგლისი, სლოვენია-მალტა, ლიტვა-სლოვაკეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული