მნიშვნელოვანი გამოდგა ის, რომ მასპინძლებმა სხვაობა პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირეს. მათი მხრიდან გმირად ჰაკან ჩალჰანოღლუ იქცა, რომელმაც პირველი გოლისას ასისტენტობა ითავა, მეორე ტაიმში კი თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, არადა სტუმრები ცოტა უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრე.
ზედრამატული მატჩი გაიმართა ისლანდიასა და ფინეთს შორის. ფინელები ორჯერ გაექცნენ წინ მეტოქეს და 90 წუთი ისევ გავიდა, რომ სტუმრებმა 2:1 მოიგეს. თუმცა ისლანდია პატარა
მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ ფინეთი სულაც უქულოდ დატოვეს. ისლანდიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოდა და მეორე ტაიმის დებიუტში გილფი სიგურდსონმა პენალტიც გააცუდა.
ხორვატიამ კი ყოველგვარი პორბლემების გარეშე მოუგო კოსოვოს. მარიო მანჯუკიჩის ჰეთ თრიკს ხორვატებმა კიდევ 3 დაამატეს და 0:6.
I ჯგუფი
ისლანდია-ფინეთი 3:2
გოლები: 0:1 პუკი (21), 1:1 არნასონი (37), 1:2 ლოდი (39), 2:2 ფინბოგასონი (90+1), 3:2 რ. სიგურდსონი (90+6)
ისლანდია (4-4-2): კრისტინსონი - სევარსონი (89. ბიარნასონი), არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - ბიარნასონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, გუდმუნდსონი - სიგურდარსონი (75. კიარტანსონი), ფინბოგასონი
ფინეთი (4-4-2): ჰრადეცკი - არკივუ, ვესიანონი, არაიუური, მოისანდერი - რინგი (90+4. შულერი), ჰალსტი, ჰეტემაი, ლოდი - ჰამალინენი (56. მარკანენი; 85. რაიტალა), პუკი
შენიშვნა: გ. სიგურდსონმა ვერ გაიტანა პენალტი (51)
გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 6-0; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 18-6 (9-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
თურქეთი-უკრაინა 2:2
გოლები: 0:1 იარმოლენკო (24), 0:2 კრავეცი (27), 1:2 ტუფანი (45+1), 2:2 ჩალჰანოღლუ (81-პენ.)
თურქეთი (4-4-2): ბაბაჯანი - იოზბაირაკლი, თოპრაკი, ბალთა (46. აიჰანი), ერკინი - მორი, ტუფანი (77. სენი), ტოპალი, ჩალჰანოღლუ - უნალი (46. ჯიგერჩი), ტოსუნი
უკრაინა (4-5-1): პიატოვი - ბუტკო, კუჩერი, ორდეცი, სობოლი - ზინჩენკო (46. სიდორჩუკი), კოვალენკო, სტეპანენკო, კონოპლიანკა (81. პეტრიაკი), იარმოლენკო - კრავეცი (73. ზოზულია)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-15 (6-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
კოსოვო-ხორვატია 0:6
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (6), 0:2 მანჯუკიჩი (24), 0:3 მანჯუკიჩი (35), 0:4 მიტროვიჩი (68), 0:5 პერიშიჩი (83), 0:6 კალინიჩი (90+2)
კოსოვო (4-2-3-1): უიკანი - პერდედაი, პნიში, პეპა, პექარადა - კრიზელუ, ვ. ბერიშა - რაშიცა, ზენელი (77. შალა), ბ. ბერიშა (58. ჰალიმი) - სელინა (68. ბუნჯაკუ ალბე)
ხორვატია (4-4-2): სუბაშიჩი - ვრსალიკო, ჩორლუკა (46. მიტროვიჩი), ვიდა, პივარიჩი - ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, ბადელი, პერიშიჩი - კრამარიჩი (71. როგი), მანჯუკიჩი (59. კალინიჩი)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 5-13; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-15 (5-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 2 1 1 0 7-1 4
2. ისლანდია 2 1 1 0 4-3 4
3. თურქეთი 2 0 2 0 3-3 2
4. უკრაინა 2 0 2 0 3-3 2
5. ფინეთი 2 0 1 1 3-4 1
6. კოსოვო 2 0 1 1 1-7 1
მომდევნო ტური
9 ოქტომბერი:
ფინეთი-ხორვატია, უკრაინა-კოსოვო, ისლანდია-თურქეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"