ჰოლანდიის ნაკრებს საფრანგეთის წინააღმდეგ ვერც ვესლი სნეიდერი დაეხმარება

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მეკარე იასპერ სილესენის შემდეგ, ლაზარეთშია ნახევარმცველი ვესლი სნეიდერიც, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელმა ტრავმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, ბელარუსთან მატჩში (4:1) მიიღო და გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

იმ შეხვედრის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი დანი ბლინდი აცხადებდა, რომ სნეიდერის თამაშის შანსი საფრანგეთის წინააღმდეგ ძალზე მცირე იყო, თუმცა მატჩამდე ერთი დღით ადრე უკვე დაბეჯითებით ითქვა, რომ ჰავბეკის მოედანზე გასვლა გამორიცხულია.

ჰოლანდია-საფრანგეთის დაპირისპირება 10 ოქტომბერს, "ამსტერდამ არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული