პოლონეთი-დანიის მატჩის ჩამთავრება მილიკმა ტრავმის გამო ვერ შეძლო, ექიმების გამოკვლევამ კი ცხადყო რომ არკადიუშს ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი. ის ნეაპოლში დაბრუნდება, სადაც ოპერაციას გაიკეთებს, სარეაბილიტაციო კურსს კი რამდენიმე თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" არკადიუშ მილიკი გონსალო იგუაინის შემცვლელად შეიძინა და მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. მილიკმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 6 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"