მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური.C ჯგუფი: აზერბაიჯანი აღარ ხუმრობს [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი აღმოჩენა ჯერჯერობით აზერბაიჯანის ნაკრებია, რომელსაც 3 თამაშში 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილი უკავია.

რობერტ პროსინეჩკის გუნდი ამჯერად ჩეხეთს ესტუმრა და საპატიო ფრეს გამორჩა. ჩეხები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ ბურთმა არ ინება კარის ხაზის გადაკვეთა. მასპინძელთა უპირატესობა სულაც არ აკნინებს აზერბაიჯანელების წარმატებულ თამაშს და მეორე ადგილს სატურნირო ცხრილში - ჩვენი მეზობლები მხოლოდ გერმანელებს ჩამორჩებიან...

გერმანიამ ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი მიართვა მეტოქეს. მატჩის ბედი საწყის წუთებშივე გადაწყდა,
როდესაც ჯერ დრაქსლერმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ხედირამ ფორა ორამდე გაზარდა. ბრიტანელები რომ ორბურთიან ფორას ვერ ამოქაჩავდნენ, ცხადი იყო და შედეგად, მესამე გამარჯვება გერმანელთა მარაქაში.

ნორვეგიამ სან მარინოს უმასპინძლა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში - მართალია, სკანდალივიელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს, მაგრამ თუ სტატისტიკას ჩახედავთ, ნახავთ, რომ მასპინძლებს დიდი ჯაფა დაადგათ. 77-ე წუთამდე, ანგარიში ფრე იყო, თუმცა ბოლოს მაინც გატყდნენ აპენინელდები და სენსაცია არ შედგა.

ჩეხეთი-აზერბაიჯანი 0:0
ჩეხეთი (4-4-2): ვაჩლიკი - სელასიე, ბრადეცი, სივოკი, სოკორა - სკალაკი (74. ჟმრჰალი), დროპა, დოჩკალი, კრეიჩი (64. პეტრჟელა) - შციკი (66. შკოდა), კადლეცი
აზერბაიჯანი (4-5-1): აგაევი - მირზაბაევი, მედვედევი, ჰუსეინოვი, ასტამიროვი - დაშდამიროვი, ელაზგაროვი (71. რამაზანოვი), ემირგულიევი, კარაევი, ნაზაროვი, კურბანოვი (87. აბდულაევი) - შეიდაევი (90. ისრაფილოვი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-4 (5-1); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 15 000

გერმანია-ჩრ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (13), 2:0 ხედირა (17)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (69. მუსტაფი), ჰუმელსი, ჰექტორი (81. ვოლანდი) - კროოსი, ხედირა - მიულერი, იოზილი (46. გიუნდოგანი), დრაქსლერი - გიოტცე
ჩრ. ირლანდია (5-4-1): მაკგოვერნი - ჰოდსონი, ჰუგესი, მაკალეი, ი. ევანსი, ფერგიუსონი - ჰ. ევანსი, ნორვუდი (73. მაკნაირი), დევისი, ვარდი (61. მაკგრინი) - მაგენისი (76. ლაფერტი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 3-3; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 15-4 (5-2); ბურთის ფლობა: 74%-26%; მაყურებელი: 49 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნორვეგია-სან მარინო 4:1
გოლები: 1:0 დ. სიმონჩინი (10-საკ. კარში), 1:1 სტეფანელი (54), 2:1 დიომანდე (77), 3:1 სამუელსენი (82), 4:1 კინგი (83)
ნორვეგია (4-4-2): იარსტეინი - სვენსონი, ჰოვოლანდი, სტრანდბერგი, ალესაამი - სკელბერგი, ტეტეი (67. სამუელსენი), სელნაესი, ბერგეტი (74. სორლოტი) - ჰენდრიქსენი (46. დიომანდე), კინგი
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ბროლი, ვიტაიოლი, დ. სიმონჩინი, დელა ვალე, რინალდი (46. ბერარდი) - ვალენტინი (68. ჰირში), ტოზი, მაცა, ძაფერანი - სტეფანელი (82. სელვა)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 14-1; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 30-1 (11-1); ბურთის ფლობა: 73%-27%; მაყურებელი: 20 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 3 0 0 8-0 9
2. აზერბაიჯანი 3 2 1 0 2-0 7
3. ჩრ. ირლანდია 3 1 1 1 4-2 4
4. ნორვეგია 3 1 0 2 4-5 3
5. ჩეხეთი 3 0 2 1 0-3 2
6. სან მარინო 3 0 0 3 1-9 0

მომდევნო ტური
11 ნოემბერი:
ჩეხეთი-ნორვეგია, ჩრ. ირლანდია-აზერბაიჯანი, სან მარინო-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული