ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებები ფიფას აკრძალვას ყურს არ უგდებენ

AutoSharing Option
ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში მოედანზე სამგლოვიარო სამკლავურებით გავლენ, რომლებზეც წითელი ყაყაჩო იქნება გამოსახული. ამის შესახებ განცხადება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელა.

მანამდე ფიფას ხელმძღვანელობამ ინგლისელ და შოტლანდიელ ფეხბურთელებს, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყაყაჩოს გამოსახულებიანი სამგლოვიარო სამკლავურების გაკეთება აუკრძალა.

"ჩვენ პატივს ვცემთ თამაშის წესებსა და კანონებს და ვაცნობიერებთ საკუთარ როლს მსოფლიო ფეხბურთში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამკლავურზე წითელი ყაყაჩო პოლიტიკური, რელიგიური ან კომერციული აქციაა. ეს ხსოვნის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ მოვლენას
არ უკავშირდება. სამგლოვიარო სამკლავურებით მოედანზე გამოსვლით, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 11 ნოემბერს ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული