მუნდიალი 2018. ევროპა. IV ტური. A ჯგუფი: საფრანგეთისა და ჰოლანდიის რთული მოგებები [VIDEO]

AutoSharing Option
მეოთხე ტურის წინ ფრანგებს და შვედებს იდენტური მდგომარეობა ჰქონდათ. მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარიზის შარშანდელი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას.

55-ე წუთამდე მეტოქეთა შორის ბალანსი არ ირღვეოდა, მერე კი ემილ ფორსბერგმა უცნაური ტრაქტორიით გაგზავნა კარში საჯარიმო (ლორისიც შეცდა). ფრანგთა პასუხი მყისიერი იყო, ვარანმა და პოგბამ ერთობლივი თავურით (ბოლოს ბურთს "მანჩესტერის" ნახევარმცველი შეეხო) გაათანაბრეს. ამის შემდეგ შვედთა მეკარის შეცდომის დრო იყო (გრიზმანიც დაეხმარა) და დიმიტრი პაიემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე იოლი გოლი გაიტანა - 2:1.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის
ნაკრები): "სულ უფრო მეტი ნაკრები ეთამაშება საფრანგეთის ნაკრებს დაცვიდან. ესე იგი მეტოქეებს ჩვენი ეშინიათ. იოლ თამაშს არ ველოდი, ამიტომ სამი ქულა ძალიან მახარებს. შვედეთს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელმაც კლასიკური ფეხბურთი შემოგვთავაზა. როცა მეტოქე იკეტება, სხვა გზები უნდა ეძებო, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გადაიტანო ფლანგიდან ფლანგზე, ეს არასოდეს არის იოლი".

ჰოლანდიის ნაკრებს უკვე ჯუჯებთანაც უჭირს თამაში, თითქმის საათი იყო გასული ლუექსემბურგთან მატჩში და ჰოლანდია ვერ იგებდა (1:1), მაგრამ სტუმრები რთული სიტუაციიდან მემფის დეპაიმ გამოიყვანა, "მანჩესტერის" შემტევი შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, საბოლოოდ, 3:1 ჰოლანდიის სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბულგარეთის ნაკრებმა შინ 1:0 დაამარცხა ბელარუსი, გამარჯვება მასპინძლებს იველინ პოპოვმა მოუტანა. აი, სტუმართა ლიდერმა ალექსანდრ ჰლებმა ბოლოს წითელი ბარათი მიიღო.

საფრანგეთი-შვედეთი 2:1
გოლები: 0:1 ფორსბერგი (55), 1:1 პოგბა (58), 2:1 პაიე (65)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სიდიბე, ვარანი, კოსიელნი, ევრა - პოგბა, მატუიდი - მ. სისოკო, გრიზმანი (88. კანტე), პაიე - ჟირუ
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - დურმაზი (87. იანსონი), იოჰანსონი, ეკდალი (66. ჰილიემარკი), ფორსბერგი - გუიდეტი (73. ტელინი), ტოივონენი
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 22-6 (8-2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 81 338

ბულგარეთი-ბელარუსი 1:0
გოლი: 1:0 პოპოვი (10)
ბულგარეთი (4-4-2): სტოიანოვი - პოპოვი, ალეკსანდროვი, ბოჟიკოვი, ზანევი - მილანოვი (53. ჩოჩევი), დიაკოვი, სლავჩევი, ტონევი (66. კირილოვი) - დელევი, პოპოვი (75. იორდანოვი)
ბელარუსი (4-5-1): გორბუნოვი - პოლიტევიჩი, მარტინოვიჩი (36. შიტოვი), ფილიპენკო, პოლიაკოვი - გორდეიჩუკი, ჰლები, კენდიში, მაიევსკი (74. კორნილენკო), ნეხაიჩიკი (61. სავიცკი) - ლაპტევი
გაძევება: ჰლები (91)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-16 (5-2); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 23 000

ლუქსემბურგი-ჰოლანდია 1:3
გოლები: 0:1 რობენი (36), 1:1 შანო (44-პენ), 1:2 დეპაი (58), 1:3 დეპაი (84)
ლუქსემბურგი (5-4-1): შონი - იანსი (26. იანიში), მალგე, შანო, მაჰმუტოვიჩი, და მოტა (75. კერგერი) - ბონერი, ბენსი (82. ტილი), ფილიპსი, მუტში - ტურპელი
ჰოლანდია (4-3-3): სტეკელენბურგი - ბრენე, ბრუმა, ვან დეიკი, ბლინდი - კლაასენი, ვეინალდუმი, რამსელაარი (88. დე რონი) - რობენი (46. ბერგჰუისი), დოსტი, სნეიდერი (46. დეპაი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 0-5; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-19 (3-8); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 8 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 4 3 1 0 7-2 10
2. ჰოლანდია 4 2 1 1 8-4 7
3. შვედეთი 4 2 1 1 6-3 7
4. ბულგარეთი 4 2 0 2 6-10 6
5. ბელარუსი 4 0 2 2 2-6 2
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 5-9 1

მომდევნო ტური
25 მარტი:
შვედეთი-ბელარუსი
ბულგარეთი-ჰოლანდია
ლუქსემბურგი-საფრანგეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული