ედინ ჯეკომ მეტოქეს მოედანზე შორტები ჩახადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის მატჩის დროს ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის 75-ე წუთზე ბერძნების მცველმა სოკრატის პაპასტატოპულოსმა ბოსნიის ფორვარდი ედინ ჯეკო წააქცია, ხოლო შემდეგ მისთვის ბურთის ართმევა სცადა. ჯეკომ ბურთის მიცემა არ ისურვა და მცველს შორტები ჩახადა.

ამის შემდეგ მოედანზე ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა დაიწყო. საბოლოო ჯამში, შეხვედრის არბიტრმა ჯეკოს ყვითელი უჩვენა, რაც მისთვის მეორე იყო ამ მატჩში.

გარდა ამისა, გააძევეს კირიაკოს პაპადოპულოსი, რომელსაც პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- მუნდიალი 2018. ევროპა. IV
ტური. H ჯგუფი: ომი პირეოსში და ბელგიის გაფრენა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული