საფრანგეთის ლიგის თასი. 1/2 ფინალი: ფინალში კავანისა და დი მარიას დუბლებით

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ბორდო" და ტურნირის ფინალში გავიდა. პარიზელებს გუნდის ბომბარდირმა ედინსონ კავანიმ და არგენტინელმა ანხელ დი მარიამ მოაგებინეს.

თუკი პირველი მართლაც ფანტასტიკურად თამაშობს და არც ამ მატჩში შესრულებული დუბლია გასაკვირი (ლიგა 1-ში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში), დი მარიამ მეორე პლანზე გადაინაცვლა.

რაც გუნდში გერმანელი იულიან დრაქსლერი გამოჩნდა, ანხელმა სასტარტოში ადგილი დაკარგა და ამიტომ, ხელახლა აქვს ბევრი რამ დასამტკიცებელი უნაი ემერისთვის, დი მარიამაც ამ შანსით ისარგებლა და დუბლი შეასრულა "ბორდოს" კარში. დი მარიამ ერთ-ერთი გოლი
დიდებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა 26 მეტრის მანძილიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული