ლიგა 1. XXXII ტური: ბალოტელი და ფალკაო გაცოცხლდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
მარიო ბალოტელიმ "ნიცაში" დიდებულად დაიწყო და მერე თავისებურად აურია, ახლა კი ისევ მოჭკვიანდა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სტუმრად მოაგებინა, მას მერე, რაც ის მარცხდებოდა.

რივიერელებმა ქვეყნის ჩრდილოეთში სამი ქულა იტალიელის დუბლის წყალობით მოიპოვეს. ბალოტელის ჩემპიონატში უკვე 13 გოლი დაუგროვდა. განსაკუთრებით კარგი მისი პირველი გოლი იყო, როცა მან ბურთის დაუმუშავებლად გაუტანა "ლილს", მაგრამ სამწუხაროდ, არ არის გარანტია, რომ ბალოტელი ისევ ძველებურად არ აურევს...

ჩემპიონატის ლიდერ "მონაკოს" მხსნელად რადამელ ფალკაო მოევლინა, რომელმაც 61-ე წუთზე მასპინძელი "ანჟერის" კარში ნაბილ დირარის პასით ერთადერთი გოლი
გაიტანა. ფალკაოს ბალოტელივით არ აურევია, მაგრამ თებერვლის მერე გუნდში უკანა პლანზე გადავიდა და გაზაფხულზე პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, კოლუმბიელმა ჩემპიონატში მე-17 გოლი გაიტანა.

ბრუნო ჟენეზიოს "ლიონი" უცნაურად იქცევა, ისევე, როგორც თავად გუნდის თავკაცი, რომელმაც გუნდის ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი სათადარიგოთა სკამზე დასვა აუტსაიდერ "ლორიანთან" თამაშში. "ლიონი", ერთი შეხედვით, ძალიან მყარად არის მე-4 ადგილზე, თუმცა 1:4 აუტსაიდერთან, მაშინ, როცა იგებ, ძალიან მეტისმეტია. "მარსელმა" სათანადოდ ვერ ისარგებლა ამით, "ტულუზს" დაუზავდა და "ლიონს" მხოლოდ 5 ქულამდე "მანძილზე" მიუახლოვდა.

პსჟ-ს თავიდან გაუჭირდა, შემდეგ კი ქვა-ქვაზე არ დატოვა "გენგამისგან". ევროპის საუკეთესო მეგოლე ედინსონ კავანიმ სეზონში 28-ე და 29-ე გოლები გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXII ტური
ლილი-ნიცა 1:2
გოლები: 1:0 ამადუ (14), 1:1 ბალოტელი (17), 1:2 ბალოტელი (44)

ანჟერი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ფალკაო (61)

ნანსი-რენი 3:0
გოლები: 1:0 დალი (10), 2:0 დია (50), 3:0 დია (64)

ბორდო-მეცი 3:0
გოლები: 1:0 მალკომი (13), 2:0 ვადა (49-პენ), 3:0 ვადა (51)
გაძევება: ასუ-ეკოტო (93)

ლიონი-ლორიანი 1:4
გოლები: 1:0 ტოლისო (28), 1:1 უარისი (42), 1:2 მარვო (49), 1:3 მუკანჯო (74), 1:4 მუკანჯო (81)

დიჟონი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 კრიველი (17), 1:1 ლე მელუ (29), 1:2 კაიუზაკი (58)

კაენი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 სესენიონი (49), 0:2 იკონე (88)

ტულუზი-მარსელი 0:0

სტ. ეტიენი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 ნაკულმა (15), 1:1 კორნიე (70)

პსჟ-გენგამი 4:0
გოლები: 1:0 დი მარია (56), 2:0 კავანი (60), 3:0 კავანი (71), 4:0 მატუიდი (91)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, ორიე, კიმპემბე, კურზავა (43. მაქსველი) - ვერატი, რაბიო, მატუიდი - დი მარია (86. ლუკას მოურა), კავანი, დრაქსლერი (55. პასტორე)

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული