ლიგა 1. XXXIV ტური: ისევ ორხელისუფლებიანობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მარსელმა" ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნანსისთან" (0:0) წაიბორძიკა. დიმიტრი პაიესა და ფლორიან ტოვენის აქტიურობები და სტუმართა საგრძნობი უპირატესობა ბურთის ფლობაში არ დაფასდა.

პსჟ-მა ედინსონ კავანის 31-ე გოლით და ანხელ დი მარიას გასროლით იმარჯვა "მონპელიესთან" თამაშში და 24 საათით პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ ტურის ბოლო შეხვედრაში "მონაკომ" ყველაფერი თავის ადგილას დააყენა - "მონაკოს" გმირები ისევ რადამელ ფალკაო და კილიან მბაპე იყვნენ, მათი გოლების წყალობით კი ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა 2:1 მოუგო სტუმრად "ლიონს", რომელმაც მეოთხე ადგილი დაკარგა.

საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოშორდა "ნიცა",
რომელმაც ვერ მოიგო და 6 ქულით ჩამორჩა.

XXXIV ტური
ნანსი-მარსელი 0:0

პსჟ-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 კავანი (29), 2:0 დი მარია (48)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი (90. ჯოვანი) - დი მარია (84. ლუკას მოურა), კავანი, პასტორე (81. დრაქსლერი)

ლორიანი-მეცი 5:1
გოლები: 1:0 სიანი (13), 1:1 დიაბატე (32-პენ), 2:1 უარისი (49), 3:1 კაბო (60), 4:1 კაბო (66), 5:1 მუკანჯო (78)

ბორდო-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 მალკომი (55), 2:0 სანხარე (69)
გაძევება: ელ კაუტარი (75. ბასტია)

ლილი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 დე პრევილი (9), 2:0 დე პრევილი (35), 3:0 ედერი (66)

დიჟონი-ანჟერი 3:2
გოლები: 1:0 დიონი (5), 2:0 ლე მელუ (16), 3:0 დიონი (43), 3:1 მანგანი (68-პენ), 3:2 ეკამბი (69)

კაენი-ნანტი 0:2
გოლები: 0:1 ბამუ (27), 0:2 ბამუ (35)

ტულუზი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ჟანი (57), 1:1 ესერიკი (60)

სტ. ეტიენი-რენი 1:1
გოლები: 1:0 ბერიჩი (40), 1:1 მექსერი (45)

ლიონი-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 ფალკაო (36), 0:2 მბაპე (44), 1:2 ტუსარი (51)

ბომბარდირები: 31 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

მომდევნო ტური
28 აპრილი:
ანჟერი-ლიონი;

29 აპრილი:
მონაკო-ტულუზი, მონპელიე-ლილი, ბასტია-რენი, ნანტი-ლორიანი, გენგამი-სენტ ეტიენი, მეცი-ნანსი;

30 აპრილი:
კაენი-მარსელი, დიჟონი-ბორდო, ნიცა-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული