ქარიმ ბენზემასა და მატიე ვალბუენას საქმეს თავიდან გამოიძიებენ

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემასა და მატიე ვალბუენას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავიდან დაიწყება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ ბენზემას საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პროცესი სამართლის პრინციპების დარღვევითაა წარმართული და სამართალდამცველებს დამატებითი გამოძიების ჩატარება დაავალა.

2015 წელს ბენზემა იმ პირთა შორის მოხვდა, რომლებსაც ბრალი მატიე ვალბუენას დაშანტაჟებაში ედებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი თანამემამულეს სექსუალური ხასიათის ვიდეომასალის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. მას შემდეგ ამ ფეხბურთელებს საფრანგეთის ნაკრების მა
ისურით აღარ უთამაშიათ.

როგორც ირკვევა, პოლიციამ საკუთარი თანამშრომელი ვალბუენას მეგობრად გაასაღა და ბენზემასთან მოლაპარაკებებს ის ამ სტატუსით აწარმოებდა. უზენაესმა სასამართლომ ეს ქმედება უსამართლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ პოლიციის მხრიდან პროვოკაციის არარსებობის შემთხვევაში, არც დანაშაულებრივ ქმედებას ექნებოდა ადგილი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ბენზემას ადვოკატმა პატრის სპინოზიმ გააკეთა: "ეს დიდი გამარჯვებაა. საქმე ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ლოგიკური იქნება, თუ ეს მალე მოხდება, ქარიმ ბენზემასთვის მაინც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული