პსჟ დანი ალვეშს დღეს წარადგენს

AutoSharing Option
ვეტერანმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა "მანჩესტერ სიტის" "პარი სენ ჟერმენი" ამჯობინა.

რამდენიმე დღის წინ ალვეშის "მანჩესტერ სიტიში", ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო. თუმცა 34 წლის ფეხბურთელმა არჩევანი, საბოლოოდ, "პარი სენ ჟერმენზე" შეაჩერა.

პარიზული კლუბი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს დღეს, თბილისის დროით 18 საათზე გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალვეში პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მინიმუმ 7 მილიონ ევროს მიიღებს. ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონიც გახდეს.

ალვეშის ევროპული კარიერა 2002 წელს, "სევილიაში" დაიწყო.
ანდალუსიაში 246 თამაშის ჩატარების, 16 გოლის გატანისა და 5 ტიტულის მოგების შემდეგ, 2008 წელს, ის "ბარსელონაში" გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისური დანიმ 391-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო. "ბლაუგრანასთან" ერთად მან 23 ტიტული მოიგო. 2016 წელს ალვეში "იუვენტუსში" გადავიდა. გასულ სეზონში, მის აქტივში 33 თამაში, 6 გოლი და 2 ტიტულია.

პსჟ-ს ალვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული