რამდენიმე დღის წინ ალვეშის "მანჩესტერ სიტიში", ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო. თუმცა 34 წლის ფეხბურთელმა არჩევანი, საბოლოოდ, "პარი სენ ჟერმენზე" შეაჩერა.
პარიზული კლუბი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს დღეს, თბილისის დროით 18 საათზე გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალვეში პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მინიმუმ 7 მილიონ ევროს მიიღებს. ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონიც გახდეს.
ალვეშის ევროპული კარიერა 2002 წელს, "სევილიაში" დაიწყო.
პსჟ-ს ალვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.