საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტურის წინ: "ოლიმპიკი" ისტორიის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი, რიგით მე-13 ტური, 16 ნოემბერს "ლორიანის" და "ლილის" მატჩით (2:0) დაიწყო.

არანაკლებ საინტერესო შეხვედრები შაბათ-კვირას არის დაგეგმილი. ლიდერი პსჟ ამ ტურში "რენს" მასპინძლობს, ხოლო ცენტრალური მატჩი კვირას ღამე გაიმართება - "ბორდო" "მარსელს" უმასპინძლებს..

შაბათის პირველი მატჩი პარიზში, "პარკ დე პრენსზე" გაიმართება. კარლო ანჩელოტის საკადრო პრობლემები აქვს, რადგან მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მამადუ სახო და გრეგორი ვან დერ ვილი არ ეყოლებათ. გარდა ამისა, ტრავმები აწუხებთ კრისტოფ ჟალეს
და მატიო ბოდმერს. დამცავი ნიღაბი მოირგო ნენემ და შესაძლოა ბრაზილიელი ამ შეხვედრაში დაბრუნდეს, თუმცა თუ ასე მოხდა, მატჩს დიდი ალბათობით სათადარიგო სკამზე დაიწყებს.

ფრედერიკ ანტონეტის არც საკადრო პრობლემა აქვს და არც ფსიქოლოგიური: სუსტად დაწყებული სეზონის შემდეგ, "რენი" შესანიშნავად ათამაშდა და ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, დანარჩენი 5 კი მოიგო. ასეთი კარგი ასპარეზობის წყალობით, სტუმრები მე-9 პოზიციაზე არიან, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, პსჟ-ს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

კრისტოფ ჟალემ, რომლის თამაშის შანსები 50/50-ზეა, მატჩის წინ შემდეგ რამ თქვა:
"ისინი აქ დიდი ამბიციებით ჩამოვლენ, რადგან ძალიან კარგი პერიოდი აქვთ. ძალიან მიხარია მევლუთ ერდინჩის ასეთი კარგი გამოსვლა, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი მეგობარია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შაბათს პარიზს უგოლოდ დატოვებს".

მევლუთ ერდინჩი, რომელმაც პარიზულ კლუბში 3 წელი გაატარა, მართლაც საოცრად შედეგიანია - თურქმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

საკუთარი ფეხბურთელები აქო ანტონეტიმაც, რომელმაც განსაკუთრებით იან მვილა და კრის მავინგა გამოყო:
"სწორ გზაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. უკვე 19 ქულა გვაქვს და საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულნი ვართ. ყველა ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ განსაკუთრებით მინდა იან მვილას და კრის მავინგას შესანიშნავი თამაში გამოვყო".

შეგახსენებთ, რომ უდისციპლინობის გამო, მვილას საფრანგეთის ნაკრებში თამაში 2014 წლის ზაფხულამდე, ხოლო მავინგას 2013 წლის ბოლომდე აუკრძალეს.

"პარი სენ ჟერმენის" და "რენის" ბოლო მატჩი 13 მაისს გაიმართა და მასპინძლეთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 (ნენემ ჰეთთრიქი შეასრულა) დასრულდა.

საინტერესოა, რომ ამ გამარჯვებით პსჟ-მ "რენთან" 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ მატჩამდე გამართული ბოლო 10 შეხვედრიდან "რენს" 7 ჰქონდა მოგებული, 3 კი ფრედ იყო დასრულებული.

ტურის ცენტრალური მატჩი ბორდოში გაიმართება, სადაც მეტოქის სტატუსით ელი ბოპი ჩადის, ადამიანი, რომელმაც "ბორდოს" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა, ახლა კი ეცდება, რომ "მარსელს" "შაბან-დალმაზე" ბოლო 35 წელიწადში პირველი გამარჯვება მოაპოვებინოს.

სტუმრებს ტრავმის გამო ანდრე-პიერ ჟინიაკი და ლოიკ რემი არ ეყოლებათ, ასევე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ: ჯოი ბარტონი, ჯორდან აიუ და მორგან ამალფიტანო, ვინც ბლეზ მატუიდისთვის ხელი ჩარტყმის გამო ორი მატჩით მოკვეთეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ოლიმპიკმა" ბოლოს ბორდოში 1977 წელს მოიგო და მას შემდეგ გამართულ 27 შეხვედრაში 18 მარცხი იწვნია, ხოლო 9 შემთხვევაში ფრედ ითამაშა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური
16 ნოემბერი
ლორიანი-ლილი 2:0

17 ნოემბერი
პსჟ-რენი 20:00
აიაჩო-სოშო 23:00
ტრუა-ნანსი 23:00
ევიანი-სტ. ეტიენი 23:00
ბრესტი-ბასტია 23:00
ვალანსიენი-მონპელიე 23:00

18 ნოემბერი
ლიონი-რეიმსი 17:00
ნიცა-ტულუზი 20:00
ბორდო-მარსელი 00:00

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 12 6 5 1 18:8 23
2. მარსელი 11 7 2 2 16:10 23
3. ლიონი 11 6 4 1 20:11 22
4. სენტ ეტიენი 12 6 3 3 21:8 21
5. ვალანსიენი 12 6 3 3 26:14 21
6. ბორდო 12 5 6 1 17:10 21
7. ლილი 13 5 5 3 16:14 20
8. ტულუზი 12 5 4 3 20:15 19
9. რენი 12 6 1 5 16:15 19
10. ლორიანი 13 4 6 3 21:25 18
11. რეიმსი 12 4 3 5 13:11 15
12. აიაჩო 12 4 4 4 14:17 14*
13. ბასტია 12 4 2 6 19:29 14
14. მონპელიე 12 3 4 5 17:17 13
15. ნიცა 12 2 7 3 17:19 13
16. ბრესტი 12 4 1 7 11:18 13
17. ევიანი 12 3 2 7 13:20 11
18. სოშო 12 3 2 7 12:19 11
19. ტრუა 12 1 4 7 11:22 7
20. ნანსი 12 1 2 9 5:21 5

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა


ბომბარდირები

10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ერდინჩი (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული