საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური: "პსჟ" ლიდერებს ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
მე-15 ტურში მორიგი შეხვედრა წააგო "პარი სენ ჟერმენმა", რის გამოც სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

კარლო ანჩელოტის შეგირდებისთვის ბოლო ხუთ შეხვედრაში ეს უკვე მესამე მარცხი იყო. ტურის წინაც მოგახსენეთ, რომ პარიზელებს ნიცაში თამაში ძალიან უჭირთ - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკანასკნელი 9 სტუმრობიდან პსჟ-მ უკვე მე-7 მარცხი განიცადა. სტუმრებს ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლმა უშველა, რომელიც შვედისთვის ლიგა 1-ში მე-13 იყო.

მორიგი მატჩები მოიგეს "ოლიმპიკებმა". "ლიონმა" საკუთარ "სტად ჟერლანზე" "მონპელიეს" უმასპინძლა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბაფეტიმბი გომისის ერთადერთი გოლით მოუგო, ხოლო "მარსელმა"
ურთულეს შეხვედრაში, სტუმრად "ბრესტის" დამარცხება შეძლო.

"ბრესტს" საკუთარ მოედანზე აქამდე წაგება არ ჰქონდა (5 მოგება და 1 ფრე) და სტუმრებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მოედანი მაინც დამარცხებულმა დატოვა. ელი ბოპის გუნდიდან გოლები სულეიმან დიავარამ და ანდრე აიუმ გაიტანეს.

ორი მოულოდნელი შედეგი ბორდოსა და ლილში დაფიქსირდა, სადაც მასპინძლებმა აუტსაიდერების, შესაბამისად, "სოშოს" და "ბასტიას" დამარცხება ვერ შეძლეს.

ასევე ვერ მოიგო "სენტ ეტიენმა", თუმცა "მწვანეებს" თავის მართლება იმით შეუძლიათ, რომ თამაში სტუმრად უწევდათ, თანაც კორსიკაზე, სადაც "აიაჩო" ყველასთვის ძალიან ძნელად დასამარცხებელი მეტოქეა.

"რენმა" 3 დღეში მეორედ დაამარცხა "ტრუა" და ლიგის თასის მატჩის მსგავსად, ამჯერადაც საკმაოდ გაუჭირდა.

ფრედერიკ ანტონეტის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახლში მაინც 3 ქულით დაბრუნდნენ.

ე.წ. ქამბექი ახალგაზრდა რომენ ალესანდრინმა წამოიწყო, რომელმაც "ტრუას" ლიგის თასზე, 88-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა. "რენმა" ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადავიდა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური
აიაჩო-სტ. ეტიენი 0:0

ლიონი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 გომისი (26).

ევიანი-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 ბ. ჯა ჯეჯე (44), 1:1 მოლო (50).

ბორდო-სოშო 2:2
გოლები: 0:1 პუჟოლი (33), 1:1 რუსილონი (40-საკ. კარში), 2:1 გუფრანი (47), 2:2 რაფაელ დიაში (87).

ნიცა-პსჟ 2:1
გოლები: 1:0 ბოტეაკი (76), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (83), 2:1 ეისერიკი (86).

VideoSportall.Ge
ნიცა - პსჟ 2:1


ვალანსიენი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 კადირი (6).

ლილი-ბასტია 0:0

ბრესტი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 ს. დიავარა (34), 1:1 ბენშოპი (42), 1:2 ა. აიუ (56).

ტრუა-რენი 2:3
გოლები: 1:0 ნივე (24), 2:0 დარბიონი (41), 2:1 ალესანდრინი (48), 2:2 ფერე (82), 2:3 პიტროიპა (89).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 15 9 4 2 28-15 31
2. მარსელი 15 9 2 4 20-16 29
3. სენტ ეტიენი 15 7 5 3 24-10 26
4. პსჟ 15 7 5 3 24-12 26
5. ვალანსიენი 15 7 4 4 28-16 25
6. ბორდო 15 6 7 2 20-13 25
7. რენი 15 8 1 6 21-19 25
8. ტულუზი 14 6 4 4 23-16 22
9. ნიცა 15 5 7 3 21-20 22
10. ლილი 15 5 6 4 16-15 21
11. ლორიანი 14 4 6 4 22-27 18
12. ბასტია 15 5 3 7 21-33 18
13. მონპელიე 15 4 5 6 19-19 17
14. ბრესტი 15 5 2 8 15-20 17
15. რეიმსი 15 4 4 7 13-15 16
16. აიაჩო 15 4 6 5 15-19 16
17. ევიანი 15 4 4 7 17-23 16
18. სოშო 15 4 3 8 15-22 15
19. ტრუა 15 1 5 9 16-32 8
20. ნანსი 15 1 5 9 10-26 8

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები
13 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული