"სენტ ეტიენის" და "ლიონის" 105-ე დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორიც დერბის ეკადრება.
მატჩის პირველი ნახევარი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და ყველაზე რეალური საგოლე მომენტიც რემი გარდის შეგირდებს ჰქონდათ, მაგრამ ანტონი რევეიემ ყოფილი "სენტეტიენელი" ბაფეტიმბი გომისის კარგი გადაცემით ვერ ისარგებლა და გოლი ვერ გაიტანა.
მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთმა ყოფილმა "სენტეტიენელმა" მუჰამადუ დაბომ, მაქს-ალენ გრადელთან შეჯახების შემდეგ,
სხვათა შორის, დაბო ამ გუნდების შარშანდელ დაპირისპირებაშიც გააძევეს და მაშინ "სტად ჟერლანზე" გამარჯვება "ლიონს" დარჩა.
ისტორია ამჯერადაც განმეორდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი, დაბოს გაძევებიდან რამოდენიმე წუთში, ლაზარეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა მიშელ ბასტოსმა გაიტანა. ბრაზილიელმა თავის სტილში, სტანდარტულიდან შეძლო სტეფან რუფიეს კარის აღება.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ "ლიონის" დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ.
ყველაფერი კი 85-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ცვლილებაზე გამოსულმა ალეხანდრო ალონსომ, რომელსაც ერთი წუთის წინ სამუელ უმტიტისთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ისევ უმტიტის წინააღმდეგ იუხეშა და საკუთარი გუნდიც კაცნაკლული დატოვა.
საბოლოოდ 0:1 და "სენტ ეტიენმა" საკუთარ მოედანზე მოსისხლე მტრის დამარცხება ზედიზედ მეთოთხმეტედ ვერ შეძლო (ბოლოს 1994 წელს მოუგო).
ამ გამარჯვების წყალობით, რემი გარდის შეგირდებმა ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. ახლა "ლიონი" უახლოეს მდევრებს, "პარი სენ ჟერმენს" და "მარსელს" უკვე 5 ქულით უსწრებს.
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური
სენტ ეტიენი-ლიონი 0:1
სენტ ეტიენი (4-3-2-1): რუფიე - კლერი, ბაიალი, პერენი, გულამი - კლემანი, ლემუანი (76. ა. ალონსო), კოადი (79. გილავოგი) - ამუმა, გრადელი (82. ალეკსიჩი) - ობამეიანი
ლიონი (4-3-2-1): ვერკუტრი - რევეიე, ბიშევაცი, უმტიტი, დაბო - მალბრანკი, გონალონი, გურკუფი (61. მ. ბასტოსი) - გრენიე (12. ფოფანა), ლაკაზეტი - გომისი (87. ბენზია).
გოლი: 0:1 მ. ბასტოსი (65).
გაფრთხილება: ბაიალი, ობამეიანი, ა. ალონსო - ბენზია.
გაძევება: ა. ალონსო (85) - დაბო (55).
მაყურებელი: 26 579
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"