საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური: იბრას ვერ აჩერებენ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მორიგი ტური 11 დეკემბერს დაიწყო. შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ნიცამ" 9-კაციან "რენს" დარიო ცვიტანიჩის პენალტის წყალობით მოუგო და სატურნირო ცხრილში გადაასწრო, ხოლო "პარი სენ ჟერმენმა" სტუმრად "ვალანსიენი" გაანადგურა.

მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და გატანილი გოლების რაოდენობა 17-მდე გაზარდა. პარიზელთა მეოთხე გოლი კი ესეკილ ლავეციმ, მარკო ვერატის საგოლე პასის შემდეგ გაიტანა.

12 დეკემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება, ხოლო 13 დეკემბერს ტურის ყველაზე საინტერესო მატჩია დაგეგმილი: "ბორდო" საკუთარ მოედანზე "სენტ ეტიენს"
შეხვდება.

ჩემპიონატის ლიდერი "ლიონი", რომელმაც კვირას "დერბი დუ რონის" ეგიდით სტუმრად "სენტ ეტიენს" სძლია, ამ ტურში საკუთარ მოედანზე "ნანსის" შეხვდება და წესით, ყველანაირი პრობლემის გარეშე უნდა მოიგოს.

რემი გარდის გუნდის მეტოქე ბოლო ადგილზეა და 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. წინა ტურში აუტსაიდერი "ვალანსიენს" მასპინძლობდა და უგებდა კიდეც, მაგრამ მასადიო აიდარას ავტოგოლის გამო მხოლოდ ქულას დასჯერდა.

"ლორიანთან" შერცხვენილი "მარსელი" კი კორსიკაზე მიემგზავრება, სადაც "ბასტიასთან" საკმაოდ რთული მატჩი ელის, მაგრამ ელი ბოპის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს, თორემ ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება.

"მარსელს" უბრუნდება ანდრე აიუ, რომელმაც წინა ტურის მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. სამაგიეროდ, არ იქნებიან ბენუა შეირუ და შარლ კაბორე.

"შაბან-დელმაზე" სტუმრად "სენტ ეტიენი" ჩადის. "მწვანეებმა" კვირას "ლიონთან" წააგეს და რეაბილიტაცია სურთ, "ბორდომ" კი "რეიმსს" ვერ მოუგო და მოუგებელ მატჩთა სერია სამამდე გაზარდა.

ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრიდან 3 "ჟირონდელებმა" მოიგეს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "სენტ ეტიენი" სტუმრად არცთუ ისე დამაჯერებელია, ხოლო "ბორდო" შინ დაუმარცხებელი, წესით, მატჩი მასპინძლების გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური
ნიცა-რენი 1:0
გოლი: 1:0 ცვიტანიჩი (66-პენ).
გაძევება: - კანა ბიიკი (53), ჯებური (65)

ვალანსიენი-პსჟ 0:4
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (28), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (49), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (53), 0:4 ლავეცი (82)

ლილი-ტულუზი 2:0

12 დეკემბერი

აიაჩო-რეიმსი 22:00
ევიანი-ტრუა 22:00
ლორიანი-სოშო 22:00
ლიონი-ნანსი 22:00
ბრესტი-მონპელიე 22:00
ბასტია-მარსელი 00:00

13 დეკემბერი
ბორდო-სტ. ეტიენი 00:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 16 10 4 2 29-15 34
2. პსჟ 17 9 5 3 32-12 32
3. მარსელი 16 9 2 5 20-19 29
4. სტ. ეტიენი 16 7 5 4 24-11 26
5. ვალანსიენი 17 7 5 5 29-22 26
6. ბორდო 16 6 8 2 20-13 26
7. ნიცა 17 6 8 3 23-21 26
8. რენი 17 8 2 7 23-22 26
9. ლორიანი 16 6 6 4 26-27 24
10. ტულუზი 16 6 5 5 23-17 23
11. ლილი 16 5 7 4 17-16 22
12. მონპელიე 16 5 5 6 22-19 20
13. ბასტია 16 5 4 7 21-33 19
14. ბრესტი 16 5 3 8 17-22 18
15. რეიმსი 16 4 5 7 13-15 17
16. სოშო 16 4 4 8 16-23 16
17. აიაჩო 16 4 6 6 15-22 16
18. ევიანი 16 4 4 8 17-27 16
19. ტრუა 16 1 6 9 17-33 9
20. ნანსი 16 1 6 9 11-27 9

შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 17 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ცვიტანიჩი (ნიცა); 7 - გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული