საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური: პარი სენ ჟერმენი გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ლიგა 1-ის ტურის ცენტრალურ მატჩში "პარი სენ ჟერმენმა" "ლიონს" უმასპინძლა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - მეორე ტაიმის დასაწყისში ბლეზ მატუიდიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასი გამოიყენა და სტუმართა მეკარე რემი ვერკუტრი დაამწუხრა.

ამ გამარჯვებით პსჟ ცხრილში პირველ ადგილზე გადაბარგდა, თუმცა "ლიონს" და "მარსელსაც" დედაქალაქელებივით 35-35 ქულა აქვთ.

მე-18 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ტულუზში გაიმართა, სადაც სტუმრად "მარსელი" ჩავიდა. ელი ბოპის გუნდმა სამი დღით ადრე კორსიკაზე "ბასტია" დაამარცხა და შაბათს მორიგი რთული მატჩი უნდა ჰქონოდა, მაგრამ სტუმრებს საქმე თავად "ტულუზელებმა" გაუადვილეს.

არბიტრმა 28-ე წუთზე მასპინძლებს შეიკ მბენგი გაუძევა, მე-40 წუთზე კი მათ კარში პენალტი დანიშნა, ფრანკ ტაბანუს კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 11-მეტრიანი ანდრე აიუმ ვერ გაიტანა. ამ მომენტიდან 5 წუთში კი ტაბანუმ მეორე გაფრთხილება მიიღო და ალენ კაზანოვას გუნდი მოედანზე 9 კაცით დარჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მინდორზე ყოფილი "ტულუზელი" ანდრე-პიერ ჟინიაკი გამოჩნდა, რომელმაც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველად წინა ტურში, კორსიკაზე ითამაშა.

მატჩის 68-ე წუთზე ჟერემი მორელის გადაცემას სწორედ ჟინიაკი გამოეხმაურა და თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. საბოლოოდ ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და "მარსელმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "ნიცამ", რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთისთვის 0:2-ს აგებდა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კლოდ პუელის გუნდს უკვე 8 თამაშია, არ წაუგია, შინ კი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ისევ გაიბრწყინა არგენტინელმა დარიო ცვიტანიჩმა, რომელსაც ლიგა 1-ში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი (ბოლო 7 თამაშში 7 გოლი).

როგორც იქნა, მოიგო "ტრუამ", რომელიც "ევიანს" 3:0-ს უგებდა და ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა. სატურნირო ცხრილის მეზობლის გმირობა ვერ გაიმეორა "ნანსიმ". არადა, "ბორდოს" 45-ე წუთზე ანდრე ბიოგო პოკო გაუძევეს, მასპინძლები კი 1:0-ს იგებდნენ.

მიუხედავად ამისა, "ნანსიმ" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 16-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულება ვერ შეძლო - ჟან ფერნანდესის გუნდმა ზედიზედ მეექვსე ფრე ითამაშა და ერთადერთი თამაში პირველ ტურში, "ბრესტთან" მოიგო.

ზედიზედ მეოთხე თამაშში ვერ გაიტანა "სენტ ეტიენმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლორიანთან" წააგო. კრისტიან გურკუფის გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური

რენი-ვალანსიენი 2:0
გოლები: 1:0 ფერე (5), 2:0 პიტროიპა (71).

ტულუზი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ჟინიაკი (68).
გაძევება: მბენგი (28, ტულუზი), ტაბანუ (45, ტულუზი).

ტრუა-აიაჩო 3:2
გოლები: 1:0 დარბიონი (34), 2:0 ნივე (39), 3:0 კამიუ (45), 3:1 ლასნი (90), 3:2 ნგოი (90-სა. კარში).

სოშო-ბრესტი 1:2
გოლები: 1:0 ბაკამბუ (59), 1:1 შაფნი (63), 1:2 ბენ ბასატი (78).

მონპელიე-ბასტია 4:0
გოლები: 1:0 ესტრადა (14), 2:0 ერერა (48), 3:0 ბელჰანდა (60), 4:0 მუნიე (76).

ნიცა-ევიანი 3:2
გოლები: 0:1 საგბო (3), 0:2 ბარბოსა (14), 1:2 ცვიტანიჩი (19), 2:2 ცვიტანიჩი (47), 3:2 მოპეი (90).

რეიმსი-ლილი 1:1
გოლები: 1:0 ვებერი (7), 1:1 პაიე (72).

ნანსი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ბაკარი (32), 1:1 საივე (76).
გაძევება: - ბიოგო პოკო (45, ბორდო).

სტ. ეტიენი-ლორიანი 0:2
გოლები: 0:1 ალიადიერი (20), 0:2 ა. ტრაორე (39).

პსჟ-ლიონი 1:0
გოლები: მატუიდი (47)

VideoSportall.Ge
პსჟ - ლიონი 1:0


სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 18 10 5 3 33-12 35
2. ლიონი 18 10 5 3 30-17 35
3. მარსელი 18 11 2 5 23-20 35
4. ლორიანი 18 8 6 4 30-27 30
5. ნიცა 18 7 8 3 26-23 29
6. რენი 18 9 2 7 25-22 29
7. ბორდო 18 6 10 2 21-14 28
8. სენტ ეტიენი 18 7 6 5 24-13 27
9. მონპელიე 18 7 5 6 28-20 26
10. ვალანსიენი 18 7 5 6 29-23 26
11. ლილი 18 6 8 4 20-17 26
12. ტულუზი 18 6 5 7 23-20 23
13. ბრესტი 18 6 3 9 20-25 21
14. აიაჩო 18 5 6 7 19-25 19
15. ევიანი 18 5 4 9 21-30 19
16. ბასტია 18 5 4 9 22-39 19
17. რეიმსი 18 4 6 8 14-18 18
18. სოშო 18 4 4 10 17-27 16
19. ტრუა 18 2 6 10 20-37 12
20. ნანსი 18 1 8 9 13-29 11

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 17 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ ბასატი (ბრესტი ), გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია), ალიადიერი (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული