ლიგა 1. XXV ტურის სტატისტიკური შეჯამება: დიმიტრი პაიემ სიჩქარე აკრიფა

AutoSharing Option
დიმიტრი პაიე შესანიშნავ ფორმაშია; "ლიონმა" ამ ტურში "ბორდო" გაანადგურა, კლემან გრენიემ კი კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა; "სოშომ" სენსაციურად სძლია "პარი სენ ჟერმენს" და ლიდერებთან წარმატებული საშინაო სვლა განაგრძო...

მთავარი:
11 – დიმიტრი პაიემ "რენთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში მორიგი გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდერია. "ლილის" მიერ გატანილი ბოლო 16 გოლიდან პაიემ უშუალო მონაწილეობა 11-ში მიიღო. ახლა მის ანგარიშზე 8 გატანილი ბურთია, 10 საგოლე პასით კი ლიგა 1-ში საუკეთესოა. მე-16 ტურიდან მოყოლებული, პაიემ 5 გოლი
გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. "ძაღლებს" "რენთან" შინ უკვე 26 მატჩია, არ წაუგიათ (17 მოგება და 9 ფრე). ბრეტონულმა გუნდმა ლილში ბოლოს 47 წლის წინ, 1966 წლის 14 მაისს მოიგო (3:1).

გუნდური მიღწევები:
4როდ ფანის მიერ "ვალანსიენის" კარში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი "მარსელისთვის" მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი მეოთხე ბურთი იყო. 90 წუთის გასვლის შემდეგ მათზე მეტი მხოლოდ "ბრესტს" აქვს გატანილი (6 გოლი). ამ ოთხი გოლის წყალობით, "ოლიმპიკმა" ჯამში 6 ქულის მოგროვება მოახერხა.

3 – "ლიონმა" ბორდოში 4:0 იმარჯვა და ბოლო 4 გასვლიდან მატჩიდან მესამე მოიგო, თუმცა ასეთი ანგარიშით "ლიონს" 2010 წლის 21 თებერვლის შემდეგ არ ემარჯვა – მაშინ "ოლიმპიკმა" "სოშო" დაამარცხა.

3 – "სოშომ" ამ ტურში პსჟ-ს მოუგო (3:2) და შინ სამეულის წევრ გუნდთან მესამედ არ დამარცხდა. მე-12 ტურში "ბოკვერებმა" "ლიონთან" 1:1 ითამაშეს, ხოლო მე-20 ტურში "მარსელს" 3:1 მოუგეს.

ინდივიდუალური მიღწევები:
1კლემან გრენიემ ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს ამ სეზონამდე საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გოლი გატანილი არ ჰქონდა (44 შეხვედრაში), წელს კი მის ანგარიშზე 3 ბურთია. საინტერესოა, რომ აქედან ორი გოლი გრენიემ ბაფეტიმბი გომისის საგოლე პასების შემდეგ გაიტანა.

10 ედენ ბენ ბასატმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, თუმცა "ტრუას" კარში გატანილი ბურთი მისთვის "ტულუზის" რიგებში პირველი იყო. მოგეხსენებათ, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი ამ გუნდში იანვარში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბენ ბასატმა "ტრუა" ამ სეზონში უკვე მესამედ დაამწუხრა: ამ ტურის გარდა, 26 წლის ფორვარდმა "ტრუას" მე-4 და 22-ე ტურებში გაუტანა, როდესაც ჯერ კიდევ "ბრესტში" თამაშობდა.

6 – "მონპელიემ" შაბათს "ნანსის" 1:0 მოუგო, ერთადერთი გოლი კი ემანუელ ერერას ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს გოლი სეზონში მე-6 იყო. არგენტინელმა ექვსივე ბურთი საჯარიმოს შიგნიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ გაიტანა, თუმცა ეს ბურთი მაინც გამორჩეული გამოვიდა, რადგან ერერამ ის თავური დარტყმით გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXV ტური: "ლიონის" გასეირნება ბორდოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული