ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ნანსისთან" (2:1) საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრაში დუბლი შეასრულდა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდან ვაგებდით, თუმცა მოგება შევძელით და მე ორი გოლი გავიტანე.
მეორე ტაიმი აშკარად სჯობდა პირველს.

არაა იოლი შესვენების შემდეგ გახვიდე მოედანზე, როცა 1:0-ს აგებ, მაგრამ ხასიათი გამომავლინეთ და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ შვედი ფორვარდის ანგარიშზე ჩემპიონატის 25 მატჩში 24 გატანილი ბურთია.

VideoSportall.Ge
პსჟ - ნანსი 2:1


მომზადებულია psg.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული