დევიდ ბექჰემი: პსჟ-მა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა "მონპელიესთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. პსჟ-ის კარგი მდგომარეობა აქვს საფრანგეთის ჩემპიონატში, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია, რომელიც უნდა მოვიგოთ.

სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, რის შემდეგ ხელმძღვანელობასთან ჩემს მომავალზე ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ისეთ კლუბში, როგორიც პსჟ-ა დიდ ხანს დარჩენა გინდა. პსჟ განსაკუთრებული გუნდია.

თუმცა, ახალგაზრდა აღარ ვარ. ამიტომ ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს სეზონის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში სასიამოვნოა, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება არსებობს",
- თქვა ბექჰემმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა
კარლო ანჩელოტიმ გამოთქვა სურვილი 37 წლის ინგლისელი ფეხბურთელი შეენარჩუნებინა.

მიმდინატე სეზონში ბექჰემმა პსჟ-ის მაისუით 6 მატჩი ჩაატარა.

VideoSportall.Ge
29.03.13. პსჟ - მონპელიე 1:0


მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული