ლიგა 1. XXXVI ტური: "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონია

AutoSharing Option
პარიზელები ჩემპიონები არიან
"პარი სენ ჟერმენმა" ლიონში 1:0 მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. "სტად ჟერლანზე" გამართული მატჩის გმირი ჟერემი მენეზი გახდა, რომელმაც გადამწყვეტი და საჩემპიონო გოლი მატჩის 53-ე წუთზე გაიტანა. პსჟ-მ "მარსელი" 7 ქულით ჩამოიტოვა და პროვანსელთათვის მიუწვდომელი გახდა.

"ლიონი", მიუხედავად მარცხისა, მესამე ადგილზე დარჩა, რადგან ამ ტურში დამარცხდნენ "სენტ ეტიენი" და "ნიცა". ახლა რემი გარდის გუნდის მთავარი კონკურენტი "ლილია", რომელმაც ორმატჩიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიგო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

მარსელის რთული გამარჯვება
საკუთარი მატჩი მოიგო და ჩემპიონთა
ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა "მარსელმა", რომელიც შინ "ტულუზს" ხვდებოდა. შეხვედრის გმირი ანდრე აიუ გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლები დამშვიდდნენ და უპირატესობა "ტულუზს" დაუთმეს.

სტუმრებმა შეხვედრას ინტრიგა 82-ე წუთზე დაუბრუნეს, როდესაც ბენ იედერის და ბენ ბასატის მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. საბოლოოდ, 2:1 და "მარსელმა" მეორე ადგილი გაინაღდა.

სენტ ეტიენის პირველი მარცხი
2013 წელს პირველი მატჩი წააგო "სენტ ეტიენმა" და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას წერტილი დაუსვა. ფილიპ გალტიეს გუნდი "ლორიანთან" დამარცხდა. ეს გუნდები ამ სეზონში ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდნენ - ჩემპიონატში გამართული მატჩების გარდა, "ლორიანი" და "სენტ ეტიენი" ერთმანეთს ორივე თასზე დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი შეხვედრიდან "სენტ ეტიენმა" ერთიც ვერ მოიგო. ჩემპიონატში "მწვანეებმა" ორივე მატჩი წააგეს, თასზე მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ხოლო ლიგის თასზე გამართული მატჩი მხოლოდ პენალტების სერიაში მოიგეს (თამაში 1:1 დასრულდა). გარდა ამისა, ლიგა 1-ში ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან "ლორიანმა" მე-8 (!) მოიგო (1 ფრე და 1 მარცხი).

როგორც ხედავთ, კრისტიან გურკუფის სამწყსო "სენტ ეტიენისთვის" უხერხული მეტოქეა და ეს სტატუსი მასპინძლებმა ამჯერადაც გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ "ლორიანი" მოედანზე, პრაქტიკულად, სარეზერვო შემადგენლობით გამოვიდა, სტუმრებს კი ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავდათ, ბრეტანელებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს და 3-მატჩიანი წაგებათა სერია (ყველა ტურნირზე) დაასრულეს.

ლიგა 1. XXXVI ტური

ლილი-რეიმსი 3:0
გოლები: 1:0 კალუ (20), 2:0 პაიე (49), 3:0 კალუ (77).

მარსელი-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 ა. აიუ (45), 2:0 ა. აიუ (62), 2:1 ბენ ბასატი (82).

აიაჩო-ტრუა 0:1
გოლი: 0:1 ჟარჟა (17).

ბორდო-ნანსი 3:2
გოლები: 1:0 ბიოგო პოკო (41), 2:0 საივე (45), 2:1 კარაბუე (65), 2:2 სანე (80), 3:2 დიაბატე (86).

ბასტია-მონპელიე 3:1
გოლები: 1:0 ბოვუ (16), 1:1 უტაკა (31), 2:1 მოდესტი (33), 3:1 მოდესტი (87).

ბრესტი-სოშო 0:2
გოლები: 0:1 პრივატი (48), 0:2 პრივატი (81).
გაძევება: ლეჟონი (77. ბრესტი).

ვალანსიენი-რენი 4:1
გოლები: 0:1 პიტროიპა (30), 1:1 მელიკსონი (39), 2:1 როუზი (68), 3:1 ლალა (83), 4:1 საესი (90).
გაძევება: ფულკიერი (59. რენი), ბოიე (65. რენი).

ლორიანი-სტ. ეტიენი 3:1
გოლები: 1:0 მონე-პაკე (51), 2:0 რობერი (67), 2:1 ზუმა (81), 3:1 ჟუფრე (90).

ევიანი-ნიცა 4:0
გოლები: 1:0 ბერიგო (24), 2:0 რაბიუ (48), 3:0 ხელიფა (56), 4:0 ხელიფა (87).

ლიონი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 მენეზი (53).

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 27 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 17 – ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიარიერი (ლორიანი); 14 – მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მონაკო" ფრანგულ ელიტას დაუბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული