რადამელ ფალკაო "მონაკოს" 45 მილიონი ევრო უჯდება

AutoSharing Option
კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო მონტე-კარლოში იმყოფება, სადაც მისი კონტრაქტის ბოლო საკითხები გვარდება. ერთი რამ ცხადია - ახალი სეზონიდან "ელ ტიგრე" "მონაკოსთვის" გაიტანს.

28 მაისს 27 წლის ფორვარდმა "მონაკოში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და შეხვდა ახალ მეპატრონე დმიტრი რიბოლოვლევს.

ფრანგული პრესის ცნობით, ფალკაო "მონაკოს" 45 მილიონი ევრო დაუჯდა. ის წელიწადში 14 მილიონ ევროს აიღებს ხელფასის სახით და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ფალკაომ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანა (ერთი ტური კიდევ დარჩა).

"მონაკოს" 45 მილიონი ევრო "პორტუს" ახალგაზრდა კოლუმბიელი ნახევარმცველი ჯეიმს როდრიგესი
დაუჯდა, ხოლო ჟოაო მოუტინიოში გუნდმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერის "მონაკო" ლიგა 1-ს ამ სეზონში უბრუნდება.

ფალკაოს ტრანსფერზე "მონაკოს" ოფიციალური საიტი ჯერჯერობით დუმს.

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული