"ბორდომ" თასი მეოთხედ მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის ფინალი ძალიან დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა და საბოლოოდ, გამარჯვება მაინც უფრო ძლიერ გუნდს დარჩა. "ბორდო" შეხვედრის განამვლობაში სამჯერ დაწინაურდა, აქედან ბოლოს 89-ე წუთზე და "ევიანს" ანგარიშის მესამე გასათანაბრებლად და სასწაულის მოსახდენად დრო აღარ ეყო.

შეხვედრის გმირი გახდა შეიკ დიაბატე, რომელსაც ანტიგმირობამდეც ცოტა დააკლდა - მატჩის 48-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, დიაბატემ პენალტი ვერ გამოიყენა, რასაც საგბოს გოლი მოჰყვა და 0:2-ს ნაცვლად, 1:1 მივიღეთ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიაბატემ შეცდომა გამოასწორა და ბოლოსწინა წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
"ბორდომ" საფრანგეთის თასზე მეოთხედ (1941, 1986, 1987, 2013) იმარჯვა და ევროპა ლიგის საგზური მიიღო.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატის ბოლო ტურშიც შეხვდნენ და დიაბატემ იქაც დუბლი შეასრულა, თუმცა იმ გოლებს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.

საფრანგეთი. თასის ფინალი.

ევიანი-ბორდო 2:3
გოლები: 0:1 დიაბატე (39), 1:1 საგბო (51), 1:2 საივე (53), 2:2 ბ. ჯა ჯეჯე (70), 2:3 დიაბატე (89)
ევიანი (4-2-3-1): ლაკე - ბ. ჯა ჯეჯე, კამბონი, ბეტაო, ვასი - რაბიუ (82. ტიე ბი), სორლენი - ბერიგო, ნინკოვიჩი (59. ბარბოსა), ხელიფა - საგბო
ბორდო (4-2-2-2): კარასო - მარიანო, ენრიკე, სანე, ტრემულინა - სერტიჩი, პლაშილი (67. ბიიოგო პოკო) - მორის-ბელაი, ობრანიაკი - საივე, დიაბატე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული