კლაუდიო რანიერი: "მონაკო" რადამელ ფალკაოს ირგვლივ მაგარ გუნდს შეკრავს

AutoSharing Option
"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ რადამელ ფალკაოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სიხარული არ დამალა.

"ატლეტიკოსა" და კოლუმბიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის ფრანგულ კლუბში გადასვლის შესახებ 31 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა გარიგების ფასი არ გახმიანებულა.

შეგახსენებთ, რომ "მონაკომ" მანამდე "პორტუდან" ჰავბეკი ჟოაუ მოუტინიო და ფორვარდი ჯეიმს როდრიგესი გადაიბირა, ასევე გააფორმა კონტრაქტი მცველ რიკადრო კარვალიოსთან.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ფალკაო "მონაკოში" გადმოვიდა". მის ირგვლივ ძალიან მაგარი გუნდის გვინდა შევკრათ.

ფალკაო – ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას გუნდურად თამაშიც შეუძლია და თან ძალიან ეფექტურია საჯარიმოშიც",
- აქვეყნებს რანიერის ნათქვამს L'Equipe.

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაომ "მონაკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული