მატიე ვალბუენა "მარსელს" მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

AutoSharing Option
"მარსელის" ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ დაადასტურა, რომ გუნდის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.

თუმცა ფრანგმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.

"მარსელის" დატოვება? ეს ჩემთვის მომხიბვლელი ვარიანტია. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი შესაძლებლობების შემოწმება საზღვარგარეთ მსურდა.

"მარსელში" თამაში მომწონს. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ თავგადასავლების დრო დადგა.

ახლა ამაზე საუბარი ადრეა, რადგან უახლოეს თვეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიქნები ორიენტირებული",
- თქვა ვალბუენამ.

მომზადებულია Telefoot-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული