საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს

AutoSharing Option
ტურნირიდან პსჟ-ის გამომგდები "მონპელიე" მეოთხე დივიზიონის ბინადარ "კანთან" დამარცხდა. როლან კურბისს ორი მთავარი ფეხბურთელის, რემი კაბელიასა და მბაიეს ნიანგის დასვენება უნდოდა, მაგრამ დაინახა რა, რომ მის გუნდს უჭირდა, მოგვიანებით ორივე ათამაშა.

თუმცა რა ხეირი - 102-ე წუთზე 19 წლის ნიანგმა პენალტი გააცუდა, "მილანიდან" ნათხოვარმა თავდამსხმელმა ძელს გაარტყა. დამატებითი დროის დასრულებამდე წუთით ადრე კი ბელკასემ ზობირიმ გამარჯვების გაიტანა და "სტად პიერ-დე-კუბერტენი" აღფრთოვანებაში მოიყვანა. ასე რომ, კანში ნიანგი აქეთ ჩაყლაპეს.

"კანმა" "მონპელიე" გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო "კაენმა" კინაღამ "ლილი" დატოვა შეჯიბრების მიღმა. 28-ე
წუთისთვის ბენგალი ფოდე კოიტას დუბლის გამო რენე ჟირარის გუნდი უკვე 0:2-ს აგებდა, მაგრამ მალევე რონი როდელენმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამას "ლილის" მასირებული შეტევები მოჰყვა და საბოლოოდ მასპინძლებმა თავისას მიაღწიეს, ჯერ გაათანაბრეს, იქვე კი ნოლან რუმ მესამეც შეაგდო. თუმცა, მოულოდნელად, ბოლო წამებზე როდელენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საქმე საბოლოოდ პენალტებამდე მივიდა. ნერვების თამაშში სტუმრებს არ გაუმართლათ, მატიე ოტრემ ცაში დაარტყა და კაენელთა იმედები ქარს გაატანა.

კანი-მონპელიე 0:0 (1:0 დ.დ.)
გოლი: 1:0 ზობირი (119)

ლილი-კაენი 3:3 (6:5 პენ.)
გოლები: 0:1 კოიტა (14), 0:2 კოიტა (28), 1:2 როდელენი (33), 2:2 დელაპლასი (77), 3:2 რუ (82), 3:3 როდელენი (90-ს.კ.)

ანჟერი-სკ ბასტია 1:1 (4:2 დ.დ.)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული