11:23 02-02-2016
"მადონინას" გამოხმაურება: ბედნიერი მიხაილოვიჩი და მსაჯებზე გაბრაზებული მანჩინი
AutoSharing Option
თამაში მაღალ ტემპში წარიმართა, იყო ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ვიხილეთ არაერთი სახიფათო მომენტი, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და სამი ეფექტური გოლი, ემოციები კი დუღდა და გადმოდუღდა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ახასიათებს იტალიურ ფეხბურთს და სერია A-ს ბატალიებს.
გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, "მილანმა" აჯობა მეტოქეს. განსაკუთრებით, ეს მეორე ტაიმზე ითქმის, როდესაც "შავ-წითელთა" უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ეს ანგარიშზეც შესაბამისად აისახა.
3:0 ლოგიკური შედეგია და თუ მომენტებით ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა სხვაობა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო. მეორე მხრივ, "ინტერს" რომ თერთმეტმეტრიანი გამოეყენებინა და ანგარიში გაეთანაბრებინა, ალბათ, სულ სხვა თამაში წავიდოდა და როგორ დასრულდებოდა, კაცმა არ იცის. სხვა საქმეა, რომ თვითონ პენალტიც საეჭვო ვითარებაში დაინიშნა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ თამაშის მსვლელობისას, "ინტერის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის ნერვებმა უმტყუნა, "მილანის" გულშემატკივრებს სამი თითის კომბინაცია უჩვენა, შემდეგ მეოთხე რეფერის წაეკიდა და მთავარი არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს...
რობერტო მანჩინი (ინტერი): "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და წესით, წინ უნდა გავსულიყავით. ვულოცავ "მილანს", მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ მარცხს არ ვიმსახურებდით. მოედანზე ყველაზე ცუდად მსაჯები გაისარჯნენ, რადგან რამდენიმე ეპიზოდში მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, "მილანის" რამდენიმე ფეხბურთელი წითელ ბარათს იმსახურებდა ბოლო იმედის ჯარიმისთვის, მაგრამ ამ საღამოს მსაჯი რეალობას იყო მოწყვეტილი".
სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "მწვრთნელის რანგში, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. განსაკუთრებით მიხარია ჩვენი გულშემატკივრების და პრეზიდენტის გამო, რომლებმაც როგორც იქნა, ბოლომდე ისიამოვნეს ჩვენი თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ, შესვენებაზე შეგირდებს კიდევ უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში დავავალე და მათაც პირნათლად შეასრულეს ამოცანა. ადრე ვთქვი, რომ მეორე წრეში გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებდით და ჩემი პროგნოზი მართლდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მანჩინი არი უნამუსო კაცი თუ ვინმე წითელს იმსახურებდა ბოლო ჯარიმისთვის ეს მირანდა იყო, და მსაჯები ინტერის სასიკეთოდ ცდებოდნენ მდლობა თქვას ტყუილი პენალტისთვის რაც ვერ შეირგეს, და იმისთვის 6 გოლი როარგაუშვეს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული