გამოკითხვა გამოცემა VSD-ის ინიციატივით ჩატარდა, რესპონდენტებს კი ერთბაშად რამდენიმე პერსონის არჩევის საშუალება ჰქონდათ. რიბერის მიმართ ანტიპათია გამოკითხულთა 67%-მა გამოხატა.
საფრანგეთის ყველაზე საძულველ სპორტსმენთა სიაში მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი (61%) აღმოჩნდა. ხმათა 55%-ით სამეულში ნიკოლა ანელკა მოხვდა.
როგორც ჩანს, სამშობლოში გულზე ასევე დიდად არ ეხატებათ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაც (49%).