10:16 12-01-2015
საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური: "ლიონი" გალიდერდა, პსჟ სამეულს მიღმაა [VIDEO]
AutoSharing Option
ყველაფერი მონპელიეში დაიწყო, სადაც პირველი წრის გამარჯვებული "მარსელი" ადგილობრივ გუნდთან უძლური გამოდგა და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. 21 წლის აბდელ ბილელ ომრანის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი ქულისთვისაც კი არ გამოდგა საკმარისი. "გრენობლთან" სენსაციურ სათასო მარცხსაც თუ გავიხსენებთ და იქამდე "მონაკოსთან" წაგებასაც... მარსელო ბიელსას განგაშის ზარის შემოკვრა მართებს.
ის სიტყვები, რომლებიც ბიელსასთან მიმართებაში ვთქვით, კიდევ უფრო აქტუალურია ლორან ბლანის მისამართით. შეიძლება თამამად ვერ ავლაპარაკდეთ კრიზისზე, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენის" თამაში რომ საგრძნობლად გაფუჭდა, აშკარაა. პსჟ-ს "ბასტია" ზედიზედ 9-ჯერ ჰყავდა დამარცხებული და მას მერე, რაც 20 წუთში 2:0-ს იგებდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ დედაქალაქელები კორსიკაზე სულაც უქულოდ დარჩებოდნენ? მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს, ხოლო მეორე ნახევარში სულაც აღფრთოვანებაში მოიყვანეს "არმან სეზარი". საინტერესოა, რომ ბოლო და გადამწყვეტი ლურსმნები პსჟ-ის მცველმა ჟულიენ პალმიერიმ დააჭედა.
პარიზელებმა სულაც სამეულში დაკარგეს ადგილი, რადგან მათ "სენტ ეტიენმა" გადაასწროთ, რომელმაც რეიმსში იმარჯვა. "მწვანეები" აღარ ხუმრობენ, კრისტოფ გალტიეს ჩემპიონატში უკვე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 4 ფრე) და რაც მთავარია, გასვლაზეც დაიწყო წარმატებით ქულების დაგროვება.
"მარსელისა" და "პარი სენ-ჟერმენის" წაგებებით მშვენივრად ისარგებლა "ლიონმა" და "ჟერლანზე" დამაჯერებელი თამაშითა და "ტულუზთან" მოპოვებული 3 ქულით პარიზელებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო მარსელელებს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.
მართლაც ბრავო უბერ ფურნიეს და რა თქმა უნდა, ალექსანდრ ლაკაზეტს, რომელიც კვლავაც გამოირჩა, თანაც დუბლით და უკვე 19 გოლი აქვს. ბომბარდირთა დავაში იგი 7 ბურთით უსწრებს უახლოეს მდევარ ანდრე-პიერ ჟინიაკს. ლაკაზეტს ყველა შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სულ 1779 წუთი ჩატარებული და სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშუალოდ ყოველ 93,63 წუთში გოლი გააქვს.
საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
მონპელიე-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 ბერიჟო (36), 2:0 ლასნი (62), 2:1 ომრანი (68)
ბასტია-პსჟ 4:2
გოლები: 0:1 ლუკასი (10), 0:2 რაბიო (20), 1:2 ბუდებუზი (32-პენ.), 2:2 მოდესტო (45), 3:2 პალმიერი (56), 4:2 პალმიერი (89)
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - რაბიო, კაბაი (54. ვერატი), მატუიდი (69. ბაებეკი) - ლუკასი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი
ევიანი-რენი 1:1
გოლები: 1:0 ტომასონი (63), 1:1 ნტეპი (66)
გენგამი-ლანსი 2:0
გოლები: 1:0 მანდანი (17), 2:0 ბოვიუ (76-პენ.)
ლილი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ფრეი (20)
ნიცა-ლორიანი 3:1
გოლები: 0:1 ჟანო (6), 1:1 ბოტიე (29-პენ.), 2:1 ბოსეტი (60), 3:1 კარლოს ედუარდო (67)
რეიმსი-სტ. ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 მოლო (44), 0:2 ამუმა (48), 1:2 კოადი (90-ს.კ-ში)
ლიონი-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (14), 2:0 ლაკაზეტი (27), 3:0 ფეკირი (48)
ნანტი-მეცი 0:0
მონაკო-ბორდო 0:0
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, ეჩიეჯილე - მოუტინიო, ბაკაიოკო - ოკამპოსი, ბერნარდო სილვა, ფერეირა კარასკო - მარტიალი
ბომბარდირები: 19 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
მომდევნო ტური
16 იანვარი:
ბორდო-ნიცა
17 იანვარი:
ლანსი-ლიონი, კაენი-რეიმსი, ლორიანი-ლილი, მეცი-მონპელიე, მონაკო-ნანტი, ტულუზი-ბასტია
18 იანვარი:
პსჟ-ევიანი, რენი-სტ. ეტიენი, მარსელი-გენგამი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული