საფრანგეთი. ლიგა 1. XXIX ტური: პარიზელებს ლონდონი ჟირონდაში ჩამწარდათ [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ ორჯერ აგებდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ორჯერვე გაათანაბრა, მაგრამ "ბორდოს" გმირული გამარჯვება მატჩის მიწურულს დიეგო როლანმა მოუტანა. "ჩელსისთან" მოგება პარიზელებს ჟირონდაში მარცხით ჩამწარდათ. თან, დავიდ ლუისი დაშავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს გამარჯვება ტურის ცენტრალური შეხვედრის მონაწილეებს - "მარსელსა" და "ლიონს" ძალიან კარგ შანსს აძლევდათ - კლუბებმა შუალედური გამოსავალი იპოვეს.

"ველოდრომზე" ძალიან დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ და ერთი-ორი მომენტი ორივეს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ისინი უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს.

სამეულთან ახლოს მიდის "მონაკო", რომელმაც ადვილად აჯობა "ბასტიას". ენტონი მარტიალმა დუბლი გაახერხა, მატეუშ კარვალიომ გოლს პლუს
პასი მიითვალა, ხოლო ნაბილ დირარმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIX ტური
მონაკო-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 მარტიალი (22), 2:0 მატეუში (43), 3:0 მარტიალი (51)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ტურე, რ. კარვალიო, აბდენური, კურზავა - ფაბინიო, მოუტინიო - დირარი, ბერნარდო სილვა, მატეუში - მარტიალი
გაძევება: დიაკიტე (32. ბასტია), სიო (72. ბასტია)

ნიცა-გენგამი 1:2
გოლები: 0:1 მანდანი (49), 1:1 ბოტიე (57), 1:2 მანდანი (61)

მეცი-სტ. ეტიენი 2:3
გოლები: 0:1 გრადელი (38), 0:2 ერდინჩი (42), 1:2 ლეიუნი (56), 1:3 მოლო (80), 2:3 ნ’გბაკოტო (90+1)

ლანსი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 შავარია (76)

ლორიანი-კაენი 2:1
გოლები: 0:1 ბაზილი (42), 1:1 გერეირო (43), 2:1 ჯ. აიუ (60)
გაძევება: და სილვა (17. კაენი)

მონპელიე-რეიმსი 3:1
გოლები: 1:0 ბარიოსი (4), 2:0 ბარიოსი (73), 2:1 ონიანგი (87), 3:1 სანსონი (90+2)

ნანტი-ევიანი 2:1
გოლები: 1:0 ნ’კუდუ (45), 2:0 გაკპე (47), 2:1 ნ’სიკულუ (76)

ლილი-რენი 3:0
გოლები: 1:0 ორიჯი (38), 2:0 ორიჯი (63-პენ.), 3:0 ორიჯი (72)

ბორდო-პსჟ 3:2
გოლები: 1:0 სანე (18), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (50), 2:1 ხაზრი (70), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (85-პენ.), 3:2 როლანი (88)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი (38. კამარა), დინი - ვერატი, ტიაგო მოტა (60. კაბაი; 73. კავანი), რაბიო - პასტორე, ლავეცი, იბრაჰიმოვიჩი

მარსელი-ლიონი 0:0
გაძევება: მორელი (85. მარსელი)

ბომბარდირები: 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - ლუკას ბარიოსი (მონპელიე), დიეგო როლანი (ბორდო)

მომდევნო ტური
20 მარტი:
პსჟ-ლორიანი

21 მარტი:
ლიონი-ნიცა, ბასტია-გენგამი, კაენი-მეცი, ევიანი-მონპელიე, რენი-ნანტი, ტულუზი-ბორდო

22 მარტი:
სტ. ეტიენი-ლილი, რეიმსი-მონაკო, ლანსი-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული