"მარსელის" სტადიონზე მარიხუანის მოწევის გამო ქომაგები უკმაყოფილებას გამოხატავენ

AutoSharing Option
ფრანგული საფეხბურთო კლუბ "მარსელის" საშინაო სტადიონზე მარიხუანის ხშირი მოწევის ფაქტები დაფიქსირდა.

La Provence-ის ინფორმაციით, ეს ფაქტი სხვა გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს და შესაძლოა, ამის გამო სტადიონზე მოწევა საერთოდ აიკრძალოს.

საფრანგეთის ჩემპიონატის წესების თანახმად, მოწევის დაშვება-არდაშვების წესს თავად კლუბები განსაზღვრავენ საკუთარ არენებზე.

თუმცა "მარსელის" გულშემატკივრებს შეუძლიათ მოითხოვონ მოწევის აკრძალვა, როგორც ეს თავის დროზე "ბარსელონას" ქომაგებმა "კამპ ნოუზე" მოითხოვეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული