ლიგა 1. XXXIII ტური: "მარსელმა" "მონაკოს" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
17 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის XXXIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ნანტმა" საკუთარ მოედანზე "მარსელი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0.

ამ წაგებით მარსელო ბიელსას შეგირდებმა ხელიდან გაუშვეს სატურნირო ცხრილში "მონაკოს" გადასრებისა და მესამე ადგილზე აღზევების შანსი.

ნანტში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა სერჟ გაკპემ გაიტანა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 18 და 19 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ვრცლად:
ლიგა 1. XXXIII ტურის წინ: ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული