"მარსელის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ესპანელი სპეციალისტი მიჩელ გონსალესი, - ამის შესახებ AS იტყობინება. ის უმუშევარი იყო 2015 წლის იანვრიდან, როცა საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" დატოვა.
ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "მარსელის" ხელმძღვანელობა უკვე მოელაპარაკა მიჩელს კონტრაქტის შესახებ, თუმცა მისი დეტალები უცნობი დარჩა. სავარაუდო კანდიდატებს შორის ასევე სახელდებოდნენ რობერტო დონადონი და ფრანკ ვერკოტერენი.
წინა წლებში 52 წლის მიჩელი სათავეში ედგა "ხეტაფეს", "სევილიას", "ოლიმპიაკოსსა" და მადრიდის "რეალის" მეორე გუნდს.
შეგახსენებთ, რომ "მარსელი" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ დატოვა მარსელო ბიელსამ.
ყოველდღიური