ბენზემას გვარი ფიგურირებს საქმეში, რომელიც ფეხბურთელ მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება - "ლიონის" ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.
ამავე საქმეზე მანამდე პოლიციამ 4 პირი, მათ შორის, "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისეც დააკავა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას ხუთწლიანი ციხე ემუქრება.