ქარიმ ბენზემა ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს

AutoSharing Option
პოლიციამ მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დააკავა. ამის შესახებ სააგენტო France Presse-ი იუწყება.

ბენზემას გვარი ფიგურირებს საქმეში, რომელიც ფეხბურთელ მატიო ვალბუენასთვის ფულის გამოძალვას ეხება - "ლიონის" ნახევარმცველს მისი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.

ამავე საქმეზე მანამდე პოლიციამ 4 პირი, მათ შორის, "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისეც დააკავა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას ხუთწლიანი ციხე ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ეს მართალია უკვე აღარ ვიცი სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სიხარბე, ამას თუ კიდევ ფული აკლდა...
0

სიახლეები პოპულარული