ლიგა 1. XIII ტური: ტური მოულოდნელობით დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტური "ანჟერისა" და "რენის" შეხვედრით გაიხსნა. გამარჯვება "რენს" დარჩა - 2:0.

სტუმრებმა თამაშის დასაწყისშივე მოახერხეს დაწინაურება. შეხვედრის მე-4 წუთზე პედრო ენრიკეს ზუსტი გადაცემით აბდულაიე დუკურემ ისარგებლა - 0:1. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ 61-ე წუთზე ჟელსონ ფერნანდესმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთაგან 83-ე წუთზე პენალტი ტომა მანგანიმ ვერ გამოიყენა.

"რენის" ამ გამარჯვებით 20 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეექვსეა, ხოლო "ანჟერი" - 22 ქულით მეოთხე.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და
ხვალ ჩატარდება.

ლიგა 1. XIII ტური
7 ნოემბერი
პსჟ-ტულუზი 20:00
ლორიანი-ტრუა 23:00
ლილი-ბასტია 23:00
მონპელიე-ნანტი 23:00
კაენი-გენგამი 23:00
რეიმსი-გაზ. აიაჩო 23:00

8 ნოემბერი
მარსელი-ნიცა 20:00
ბორდო-მონაკო 00:00
ლიონი-სტ. ეტიენი 00:00.

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XIII ტურის წინ: ლიდერი აუტსაიდერის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული