ლიგა 1. XVIII ტური: ჯაბა კანკავას მორიგი ყვითელი ბარათი

AutoSharing Option
12 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა

ჯაბა კანკავას "რეიმსი" 1:1 დაუზავდა "ნიცას", ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს მორიგი გაფრთხილება მიიღო. ეს მისთვის სეზონში (10 თამაში) მეშვიდე ყვითელი ბარათია (პლუს 1 გაძევება).

აღვნიშნავთ "ლილის" დიდი ანგარიშით გამარჯვებას "ლორიანზე" და "ნანტის" ფრეს "ტულუზთან".

რეიმსი-ნიცა 1:1
გოლები: 0:1 ჟერმენი (6), 1:1 დიეგო (78-პენ)
გაძევება: მანდი (94. რეიმსი)

ტრუა-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 ფოფანა (23), 1:1 კაბო (59)

ნანტი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 პეშიჩი (53), 1:1 სალა (86)
გაძევება: ი.
დიოპი (91. ტულუზი)

ლილი-ლორიანი 3:0
გოლები: 1:0 ბოტეა (28), 2:0 ბოტეა (55), 3:0 სიდიბე (84)

მონპელიე-გენგამი 2:1
გოლები: 0:1 პრივატი (32), 1:1 ს. კამარა (54), 2:1 ნინგა (62)
გაძევება: ბენეზე (34. გენგამი)

1. პსჟ - 45 ქულა; 2. ანჟერი - 30; 3. კაენი - 30; 4. მონაკო - 28; 5. ნიცა - 26.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული