მატიო ვალბუენა: ევრო 2016-ზე ბენზემასთან ერთად თამაში? პრობლემა არ იქნება

AutoSharing Option
მატიო ვალბუენას გარშემო ატეხილი ცნობილი სკანდალის შესახებ, ალბათ, ყველამ იცის. "ლიონის" შემტევ ფეხბურთელს რამდენიმე თანამემამულე აშანტაჟებდა და ამ საქმეში ქარიმ ბენზემა აქტიურად ყოფილა გარეული. ამის გამო მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი საფრანგეთის ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით მოკვეთეს.

არადა, ევრო 2016 ახლოვდება და ტურნირის მასპინძლებს გარკვეული ამბიციები აქვთ, ნაკრებში დაძაბულობა ან გამორჩეული ფეხბურთელების დაკარგვა კი საერთო საქმეს არ წაადგება. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, ფედერაცია და მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მიიღებენ, მაგრამ ვალბუენა ამბობს, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, განაცხადში ბენზემასთან ერთად ყოფნა პრობლემასა და დისკომფორტს
არ შეუქმნის.

"ძალიან მინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ამის გარანტია არ მაქვს. მწვრთნელს ვესაუბრე და მან რამდენიმე სასიამოვნო რამ მითხრა. ახლა მთავარია, "ლიონს" დავეხმარო და უფრო ეფექტური თამაში ვაჩვენო საკლუბო დონეზე. ევრო 2016-ზე ბენზემასთან ერთად თამაში? რატომაც არა? არანაირი პრობლემა არ იქნება, ქარიმს მკვლელობა ხომ არ ჩაუდენია" - თქვა ვალბუენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული