ლიგა ერთი. XXII ტური: პსჟ და სხვები [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან ტრაგიკულად შეწყდა "გაზელეკ აიაჩოს" 11-ტურიანი დაუმარცხებელი სერია. ისევ შენიანი თუ დაგღუპავსო და, კორსიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა როდერიკ ფილიპიმ 92-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და... "რენმა" ამ იღბლიანი 3 ქულით მე-4 ადგილამდე აიწია.

ოთხეულში ადგილი დაკარგა "პარი სენ-ჟერმენის" მიერ აბუჩად აგდებულმა "ანჟერმა". თავად პარიზელები კი 21-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ "მონაკოსთან", რომელმაც "ტულუზთან" ლამაზი და დამაჯერებელი გამარჯვებით მეორე საფეხურზე ფესვები გაიმაგრა.

მესამეზე ამოჰყო თავი "ნიცამ", რომელიც "ლორიანთან" აგებდა, მაგრამ მატჩი მოაბრუნა, დიდწილად, ისევ ატემ ბენ არფას ჯადოქრობებით.

ასევე 2:1 მოიგო "კაენმა", თანაც
გასვლაზე და "მონპელიეს" ზედიზედ მეოთხედ წააგებინა. მოატრიალა მატჩი "ტრუამაც". დიახ, დიახ... "ლილმა" იმდენი მოახერხა, რომ შინ წააგო გუნდთან, რომელსაც 21 ტურის მერე ერთი გამარჯვებაც კი არ ჰქონდა, თანაც ლილელები იგებდნენ.

"რენი"-"გაზელეკ აიაჩოსი" არ იყოს, ბოლო წუთების დრამა, წითელი ბარათები, გაწევ-გამოწევები და მთელი ამბები იყო ერთბაშად 3 შეხვედრაში - ტიბო ჟირესის 94-ე წუთზე გატანილი პენალტით "გენგამმა" ძალიან საჭირო 3 ქულა აიღო იმ მომენტში უკვე 9 კაცით მყოფ "ბასტიასთან".

"ნანტი" 84-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა "ბორდოს", მაგრამ... ჯერ დიაბატემ გაიტანა, რომელიც ახალგაზრდობას იხსენებს და მერე ლორიკ ცანამ ჩაჭრა ბოლო წამებზე საკუთარ კარში. ჩვენთვის მთავარი კი ის გახლდათ, რომ "რეიმსმა" "სენტ ეტიენთან" ქულა გადაარჩინა და "მწვანეებს" ორი დააკარგვინა იმის წყალობით, რომ ჯაბა კანკავამ მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დამაგვირგვინებელ შეხვედრაში კი რემი კაბელიამ "ჟერლანზე" "მარსელის" დაწინაურება შეძლო, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ტოლისომ "ლიონს" ქულა გადაურჩინა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა მატიე ვალბუენამ. "მარსელის" მიში ბაშუაი კი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

XXII ტური
რენი-გაზ. აიაჩო 1:0
გოლი: 1:0 ფილიპი (90+1 ს. კ.)

პსჟ-ანჟერი 5:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (32), 2:0 ლუკასი (40), 3:0 ვან დერ ვილი (54), 3:1 კაპელი (59), 4:1 დი მარია (62), 5:1 დი მარია (66)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ორიე, დავიდ ლუისი (70. კიმპემბე), მაქსველი - რაბიო (70. სტამბული), მატუიდი, ტიაგო მოტა - ლუკასი, დი მარია (70. კავანი), იბრაჰიმოვიჩი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გენგამი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 ჟირესი (90+4-პენ)
გაძევება: აიიტე (68. ბასტია), კაუზაკი (90+2. ბასტია)

ნანტი-ბორდო 2:2
გოლები: 1:0 სიგტორსონი (1), 2:0 ბედოია (30), 2:1 დიაბატე (84), 2:2 ცანა (90+1-ს.კ-ში)

ლილი-ტრუა 1:3
გოლები: 1:0 ბუფალი (25-პენ.), 1:1 კაბო (77), 1:2 კაბო (80), 1:3 პი (86)

მონპელიე-კაენი 1:2
გოლები: 1:0 ბენსებაინი (23), 1:1 როდელენი (40), 1:2 დელორი (52)

ნიცა-ლორიანი 2:1
გოლები: 0:1 ჟუფრე (23), 1:1 ბენ არფა (35), 2:1 კოზიელო (44)

მონაკო-ტულუზი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (28), 2:0 კოენტრაო (36), 3:0 კარილიო (70), 4:0 ელდერ კოშტა (90+3)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, უოლასი, კოენტრაო - ბაკაიოკო, ფაბინიო - ლემარი (74. ელდერ კოშტა), მოუტინიო, ბერნარდო სილვა (86. ლოტენი) - ტრაორე (32. კარილიო)

რეიმსი-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 ბაებეკი (60), 1:1 მანდი (89)

ლიონი-მარსელი 1:1
გოლები: 0:1 კაბელია (64), 1:1 ტოლისო (78)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - გონალონი, გრენიე (67. კალულუ), დარდერი (67. ტოლისო) - გეზალი (85. კორნიე), ვალბუენა, ლაკაზეტი

ბომბარდირები: 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 8 - ანხელ დი მარია (პსჟ)

მომდევნო ტური
29 იანვარი:
მარსელი-ლილი

30 იანვარი:
ანჟერი-მონაკო, ტრუა-ნანტი, ლორიანი-რეიმსი, გაზ. აიაჩო-მონპელიე, ბასტია-ლიონი, ტულუზი-გენგამი

31 იანვარი:
კაენი-ნიცა, ბორდო-რენი, სტ. ეტიენი-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული