მედიისთვის ცნობილი გახდა ახალი კონტრაქტის დეტალები, რომელიც 2015 წლის მიწურულს გაფორმდა. მის თანახმად, პარიზულ კლუბში შვედი ფეხბურთელის ყოველთვიური ხელფასი 1,5 მლნ ევროა (ხელზე ასაღები 1 მლნ-ზე მეტი). მანამდე იბრაჰიმოვიჩი თვეში 800 ათას ევროს იღებდა.
გარდა ამისა, შვედი ფორვარდის კონტრაქტში გათვალისწინებულია ბონუსები როგორც პირადი, ისე გუნდური წარმატებისთვის. მაგალითად, პრემია სოლიდურია ჩემპიონთა ლიგაში გუნდის გამარჯვების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და პსჟ-ს შორის გაფორმებულ ახალ კონტრაქტში ხელშეკრულების მოქმედების
მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე ლიგა 1-ში ჩატარებულ 17 მატჩში გატანილი 17 გოლია. ამ შედეგით ის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია.