საფრანგეთის თასი. ნახევარფინალი: პსჟ ზედიზედ მესამე ტიტულისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის აუტსაიდერ "ტულუზს" რომ მოუგებდა, ამაში ეჭვი ნაკლებად გვეპარებოდა, მაგრამ დედაქალაქელებს რომ გაუჭირდათ, ეს მაინც ცოტა მოულოდნელია. შეიძლება მეტ თავდაჯერებულობას დავაბრალოთ, მაგრამ როგორ გინდა თავდაჯერებული არ იყო და ცალი ფეხით მოგება არ გინდოდეს, როდესაც ჩემპიონატში 23 ტურის მერე 21-ქულიანი უპირატესობით ლიდერობ მეორეადგილოსანთან.

ლორან ბლანის ბიჭებმა საქმე მეორე ტაიმისთვის გადადეს და 7-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი მოუმთავრეს საბრალო ტულუზელებს, რომლებსაც ფინალზე ოცნება ბოლოსკენ გაუძლიერდათ. 65-ე წუთზე ესეკიელ ლავესიმ შეაგდო ადრიენ რაბიოს მშვენიერი პასის შემდეგ, ხოლო 72-ე წუთზე "პოჩოს"
გოლს ანხელ დი მარიამაც დაამატა ჩვეული კოხტა დარტყმით და პსჟ ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ლილი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ბორდო" გაანადგურა (5:1).

ფინალი 23 აპრილს, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

ბლანმა იბრაჰიმოვიჩი, ლუკასი და მატუიდი მხოლოდ 15-20 წუთი ათამაშა, ტიაგო მოტა და კევინ ტრაპი კი საერთოდ დაასვენა - კარში ნიკოლა დუშეზი იდგა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ლიგის თასი მიყოლებით ორჯერ აქვს მოგებული და გუნდი საფრანგეთის თასის მერვედფინალშიცაა გასული, სადაც მისი მეტოქე "ლიონია".

"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. მინდორზე როგორი შემადგენლობითაც არ უნდა გავიდეთ, შეინიშნება დიდი შემართება და გუნდური თამაში. რაც შეეხება დავიდ ლუისს, ვშიშობდით, რომ იგი სერიოზულად დაშავდა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქი გამოდგა" - განაცხადა ბლანმა.

პსჟ-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 ლავესი (65), 2:0 დი მარია (72)

ფინალი
23 აპრილი
პსჟ-ლილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული