საფრანგეთის თასის ფინალი: "პარი სენ-ჟერმენის" ოქროს დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში ერთმანეთს "მარსელი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდნენ.

თამაში "სტად დე ფრანსზე" წარიმართა და პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მატჩის დასაწყისშივე ბლეზ მატუიდიმ გახსნა ანგარიში, ხოლო ფლორიან ტოვენმა გაათანაბრა.

47-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტით დააწინაურა პარიზელები, შემდეგ კი ედინსონ კავანიმ და იმავე იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. ბოლოს კი ბელგიელმა მიში ბატშუაიმ ერთი გოლი გაქვითა.

პსჟ-მ საფრანგეთის თასი მეათედ მოიპოვა და ტიტულებით სწორედ "მარსელს" გაუთანასწორდა.

მარსელი-პსჟ 2:4
გოლები: 0:1 მატუიდი (3), 1:1 ტოვენი
(12), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (47-პენ), 1:3 კავანი (57), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (82), 2:4 ბატშუაი (87)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული