03:00 22-05-2016
საფრანგეთის თასის ფინალი: "პარი სენ-ჟერმენის" ოქროს დუბლი [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში "სტად დე ფრანსზე" წარიმართა და პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა - 4:2.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მატჩის დასაწყისშივე ბლეზ მატუიდიმ გახსნა ანგარიში, ხოლო ფლორიან ტოვენმა გაათანაბრა.
47-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტით დააწინაურა პარიზელები, შემდეგ კი ედინსონ კავანიმ და იმავე იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. ბოლოს კი ბელგიელმა მიში ბატშუაიმ ერთი გოლი გაქვითა.
პსჟ-მ საფრანგეთის თასი მეათედ მოიპოვა და ტიტულებით სწორედ "მარსელს" გაუთანასწორდა.
მარსელი-პსჟ 2:4
გოლები: 0:1 მატუიდი (3), 1:1 ტოვენი (12), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (47-პენ), 1:3 კავანი (57), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (82), 2:4 ბატშუაი (87)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული