პარიზელები ყველა საკითხის მოგვარებას უკვე მომდევნო კვირისთვის იმედოვნებენ. იქამდე კი მათ ბლანისთვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო ემერისთან კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოუწევთ.
თავის მხრივ, ევროლიგის სამგზის ტრიუმფატორმა "სევილიამ" ოფიციალურად გამოაცხადა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ჩილეს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ხორხე სამპაოლისთან.