ლიგა 1. XVII ტური: "ფრე პარკ დე პრენსზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ედინსონ კავანიმ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა "ნიცას" და ლიდერს კიდევ უფრო დაწინაურების შანსი არ მისცა - პსჟ-მა შინ 2:2 ითამაშა და მაინც ეს შედეგი ლუსიენ ფავრის გუნდს უფრო აწყობს, რომელიც პირველ ტაიმში სიპრიენმა და პლეამ 2:0 დააწინაურა "პარკ დე პრენსზე".

კავანის უკვე 16 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ჩემპიონი ლიდერ "ნიცას" კვლავ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო "მონაკოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე გაიზარდა.

"მონაკოს" საჩემპიონო ამბიციები გააჩნია და თან არცთუ უსაფუძვლო - ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ყველაზე მეტი
გოლი გააქვს ტოპ-5 ევროპულ ლიგაში. რაც მთავარია, ბრწყინვალედ ათამაშდა "ელ ტიგრე" რადამელ ფალკაო. "ბორდოსთან" საგარეო მატჩში კოლუმბიელმა 2012 წლის მერე პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა, "მონაკომ" კი 4:0 იმარჯვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური ამინდმა არია. ჯერ "დიჟონი"-"მარსელი" გადაიტანეს პარასკევიდან შაბათისთვის ("მარსელმა" სეზონში პირველად მოიგო სტუმრად ბაფეტიმბი გომისის გამარჯვების გოლის წყალობით - 2:1), ხოლო "ნანტი"-"კაენი" ჯერაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საინტერესო დაპირისპირება იყო "ლიონსა" და "რენს" შორისაც, მატიო ვალბუენას გოლით "ლიონმა" იმარჯვა - 1:0.

დიჟონი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 მ. ლოპესი (6), 1:1 აბეიდი (78), 1:2 გომისი (87)

ბორდო-მონაკო 0:4
გოლები: 0:1 სიდიბე (2), 0:2 ფალკაო (4), 0:3 ფალკაო (50), 0:4 ფალკაო (64-პენ)
გაძევება: უნა (68. ბორდო)

ნანსი-ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 დია (29), 2:0 პუიო (63)

ლილი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (5), 2:0 სანქარე (38), 2:1 მონიე (81)

ბასტია-მეცი 2:0
გოლები: 1:0 დანიჩი (23), 2:0 სან-მაქსიმინი (75)

ტულუზი-ლორიანი 3:2
გოლები: 1:0 ტოივონენი (8), 2:0 ტოივონენი (20), 2:1 მოკანჯო (27), 3:1 ტოივონენი (60), 3:2 უარისი (89)

ნანტი-კაენი გადაიდო

ლიონი-რენი 1:0
გოლი: 1:0 ვალბუენა (28)
გაძევება: ბენსებაინი (74. რენი)

სტ. ეტიენი-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 ამუმა (25)

პსჟ-ნიცა 2:2
გოლები: 0:1 სიპრიენი (32), 0:2 პლეა (45), 1:2 კავანი (46), 2:2 კავანი (60)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ვერატი (75. ბენ არფა), კრიხოვიაკი (46. ლუკასი), ტ. მოტა - დი მარია (82. მონიე), კავანი, მატუიდი
ნიცა (3-5-1-1): კარდინალე - სუკე, დანტე, სარი - რიკარდო, სერი, სიპრიენი, ვოლტერი (90. კოზიელო), ენრიკე (49. ბოსკალი) - ბელჰანდა - პლეა (75. ბალოტელი)

ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 10 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ალასან პლეა (ნიცა); 8 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული